აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/128
2023 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 07 დეკემბრის №01/335, 2022 წლის 19 დეკემბრის №01/3471, 2022 წლის 27 დეკემბრის №01/3555, 2023 წლის 25 იანვრის №01/146, 2023 წლის 03 თებერვლის №01/204, 2023 წლის 10 თებერვლის №01/283, 2023 წლის 17 თებერვლის №01/327, 2023 წლის 20 თებერვლის №01/363 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის (საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთი) საავტომობილო გზის (ლოტი III) გაუმჯობესების პროექტს (შემდგომში – პროექტი). თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზა წარმოადგენს E-60 ავტომაგისტრალის ალტერნატიული სატრანზიტო დერეფნის ნაწილს, რომელიც თბილისს აკავშირებს კახეთის რეგიონთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან. საპროექტო გზის საერთო გეგმა მოიცავს ორ მთავარ მონაკვეთს: თბილისი-საგარეჯო (სიგრძით დაახლოებით 35 კმ) და საგარეჯო-ბაკურციხეს (სიგრძით დაახლოებით 45 კმ), რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 80 კმ-ს. საავტომობილო გზა იწყება თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში და მთავრდება ბაკურციხეში, სადაც ის უკავშირდება ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთს. დერეფნის ეს ნაწილი კვეთს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. ავტომაგისტრალის დაპროექტებისას გამოყენებულ იქნა ორი გერმანული სტანდარტი: RAA და RAL. აღნიშნული სტანდარტები გამოიყენება წლების მანძილზე და საერთაშორისოდ არის აღიარებული ქალაქისა და სოფლის საავტომობილო გზების დაპროექტების სფეროში. საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფნის საწყისი უდიდესი ნაწილი გადის ივრის ზეგანზე, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც გარე კახეთის ზეგანი. შემდგომ, დაახლოებით 6 კმ-იანი მონაკვეთი სოფელი ჩალაუბნიდან სოფელ ბაკურციხემდე წარმოადგენს ივრისა და ალაზნის წყალგამყოფ გომბორის ქედს. საპროექტო დერეფნის ბოლო, ძალზედ მცირე ნაწილი შეიძლება მივაკუთვნოთ ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს. ვაკე აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. დახრილია სამხრეთაღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ალაზანი. პროექტის თანახმად ავტომაგისტრალი წარმოადგენს ორმხრივი მოძრაობის საავტომობილო გზას. ორივე მიმართულებით გზას აქვს ორი, 3,75 მეტრი სიგანის სავალი ზოლი და 2,50 მეტრი და 1 მეტრი სიგანის გვერდულები. გზის თითოეული სავალი ნაწილის საერთო სიგანეა 11 მეტრი, ნაწილებს შორის გადის 3-მეტრიანი სიგანის გამყოფი ხაზი. გზის საპირისპირო მიმართულების ზოლებს აქვს ცალ-ცალკე პარალელური ხიდის კონსტრუქციები. გზის სიგანე თითოეულ ხიდზე შეადგენს 11 მეტრს. ხიდებზე, ცალ მხარეს განთავსებულია 1.3 მეტრი სიგანის საფეხმავლო გზები. საფეხმავლო გზები და საკომუნიკაციო გალერეები გზიდან გამოყოფილია დამცავი ბარიერით. მანძილი ხიდების პარალელურ კონსტრუქციებს შორის შეადგენს 3 მეტრს. პროექტის შესაბამისად, ავტომაგისტრალის ყველა სახიდე გადასასვლელზე, ასევე მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთებზე (როგორც სახიდე, ასევე მიწისქვეშა გადაკვეთებზე) გზის ორივე მხარეს გათვალისწინებულია საცალფეხო ბილიკი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს (მოძრაობის ნაკადის მიმართულების შესაბამისად). საცალფეხო ბილიკის მინიმალური სიგანე შეადგენს 0,6 მეტრს. საფეხმავლო ბილიკი საავტომობილო სავალი ნაწილისაგან გამოყოფილი იქნება ჯებირებით. პროექტი ასევე მოიცავს სადრენაჟე ელემენტებს, რაც საჭიროა პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული უბნიდან წვიმის წყლის სწორად გასაყვანად და ზედაპირული, მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული გზის სავალი ნაწილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული:
1. გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ ყანდაურაში მდებარე (ბლოკი №037, ნაკვეთი №006) 3 388 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.60.037.006) ნაწილზე - 1309 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მცირე ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 1 882 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.06.62.000.207) და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურა, სოფელ ბადიაურში მდებარე 383 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.06.62.000.208); საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 2 559 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.203) ნაწილზე – 1 513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 870 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.62.335; ახალი საკადასტრო კოდი: №55.06.62.000.335) ნაწილზე - 378 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
2. ვასილ სირბილაშვილის (პ/ნ: №36001039563) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 587 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №55.09.51.000.163), მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 340 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.09.51.000.227) და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2476 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.09.51.000.129) ნაწილზე - 172 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
3. დავით ჯინჭარაძის (პ/ნ: 01021003404) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 10 827 კვ. სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.10.52.000.030) ნაწილზე - 1 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებზე (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე;
4. მარიკა ხარებაშვილის (პ/ნ: 36001000289) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურას ადმინისტრაციულ ერთეულში (ბლოკი №027, ნაკვეთი №009) მდებარე 3 913 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 55.06.59.027.009) ნაწილზე – 3 321 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა და მრავალწლიან ნარგავებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 3 783 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.06.62.000.123) ნაწილზე - 2 524 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე;
5. მიხეილ ლოლაძის (პ/ნ:№36001010105) საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 13 266 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.10.52.000.467) ნაწილზე - 3399 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებული მრავალწლიან ნარგავებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის (საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთი) საავტომობილო გზის (ლოტი III) გაუმჯობესების პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ ყანდაურაში მდებარე (ბლოკი №037, ნაკვეთი №006) 3 388 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.60.037.006) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილი (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001044701).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ნაცვლიშვილის, მაია ნატროშვილის, მარიამ ნაცვლიშვილის და ნიკა ნაცვლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ ყანდაურაში მდებარე (ბლოკი №037, ნაკვეთი №006) 3 388 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.60.037.006) ნაწილი - 1309 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ მცირე ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 1 882 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.62.000.207) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილი (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ნაცვლიშვილის, მაია ნატროშვილის, მარიამ ნაცვლიშვილის და ნიკა ნაცვლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 1 882 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №55.06.62.000.207) და მასზე არსებული მცირე ნაგებობები (ბოძები და მავთული) და მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურა, სოფელ ბადიაურში მდებარე 383 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.208) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილი (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ნაცვლიშვილის, მაია ნატროშვილის, მარიამ ნაცვლიშვილის და ნიკა ნაცვლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურა, სოფელ ბადიაურში მდებარე 383 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: №55.06.62.000.208);
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 2 559 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.203) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილი (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001044701);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ნაცვლიშვილის, მაია ნატროშვილის, მარიამ ნაცვლიშვილის და ნიკა ნაცვლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 2 559 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.203) ნაწილი – 1 513 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 870 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.62.335; ახალი ს/კ №55.06.62.000.335) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილი (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილი (პ/ნ: №36001044701);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ნაცვლიშვილის, მაია ნატროშვილის, მარიამ ნაცვლიშვილის და ნიკა ნაცვლიშვილის თანასაკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 870 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.62.335; ახალი ს/კ №55.06.62.000.335) ნაწილი - 378 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 587 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.09.51.000.163) მესაკუთრეა ვასილ სირბილაშვილი (პ/ნ: №36001039563);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვასილ სირბილაშვილის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 587 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №55.09.51.000.163), მასზე არსებულ მცირე ნაგებობები (ბოძები და მავთული) და მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 340 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.09.51.000.227) მესაკუთრეა ვასილ სირბილაშვილი (პ/ნ: №36001039563);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვასილ სირბილაშვილის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 340 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: №55.09.51.000.227) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 476 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.09.51.000.129) მესაკუთრეა ვასილ სირბილაშვილი (პ/ნ: №36001039563);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვასილ სირბილაშვილის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 476 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.09.51.000.129) ნაწილი – 172 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 10 827 კვ. სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.10.52.000.030) მესაკუთრეა დავით ჯინჭარაძე (პ/ნ: 01021003404);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით ჯინჭარაძის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 10 827 კვ. სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: № 55.10.52.000.030) ნაწილი - 1 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მცირე ნაგებობები (ბოძები და მავთული) და მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურას ადმინისტრაციულ ერთეულში (ბლოკი №027, ნაკვეთი №009) მდებარე, 3 913 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 55.06.59.027.009) მესაკუთრეა მარიკა ხარებაშვილი (პ/ნ: 36001000289);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მარიკა ხარებაშვილის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურას ადმინისტრაციულ ერთეულში (ბლოკი №027, ნაკვეთი №009) მდებარე, 3 913 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 55.06.59.027.009) ნაწილი - 3 321 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მცირე ნაგებობები და მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 3 783 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.06.62.000.123) მესაკუთრეა მარიკა ხარებაშვილი (პ/ნ: 36001000289);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მარიკა ხარებაშვილის საკუთრებაში არსებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 3 783 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.123) ნაწილი - 2 524 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 13 266 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.10.52.000.467) მესაკუთრეა მიხეილ ლოლაძე (პ/ნ: №36001010105);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მიხეილ ლოლაძის საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 13 266 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.10.52.000.467) ნაწილი - 3 399 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 16 მარტის ოქმის საფუძველზე ვბრძანებ:
1 თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის (საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთი) საავტომობილო გზის (ლოტი III) გაუმჯობესების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ადმინისტრაციულ ერთეულ ყანდაურაში მდებარე (ბლოკი №037, ნაკვეთი №006) 3 388 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.60.037.006) ნაწილზე - 1309 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მცირე ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.2 გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 1 882 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №55.06.62.000.207) და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.3 გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურა, სოფელ ბადიაურში მდებარე 383 კვ.მ სასოფლოსამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.06.62.000.208);
1.4 გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 2 559 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.06.62.000.203) ნაწილზე - 1 513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.5 გიორგი ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001043055), მაია ნატროშვილის (პ/ნ: №36001047267), მარიამ ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001052211) და ნიკა ნაცვლიშვილის (პ/ნ: №36001044701) თანასაკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 870 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.06.62.335; ახალი საკადასტრო კოდი: №55.06.62.000.335) ნაწილზე - 378 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე;
1.6 ვასილ სირბილაშვილის (პ/ნ: №36001039563) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2 587 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №55.09.51.000.163), მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.7 ვასილ სირბილაშვილის (პ/ნ: №36001039563) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2340 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.09.51.000.227) და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
1.8 ვასილ სირბილაშვილის (პ/ნ: №36001039563) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მდებარე 2476 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.09.51.000.129) ნაწილზე - 172 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე;
1.9 დავით ჯინჭარაძის (პ/ნ: 01021003404) საკუთრებაში არსებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 10 827 კვ. სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.10.52.000.030) ნაწილზე 1 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა (ბოძები და მავთული) და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.10 მარიკა ხარებაშვილის (პ/ნ: 36001000289) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ყანდაურას ადმინისტრაციულ ერთეულში (ბლოკი №027, ნაკვეთი №009) მდებარე 3 913 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 55.06.59.027.009) ნაწილზე – 3 321 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მცირე ნაგებობებსა და მრავალწლიან ნარგავებზე;
1.11. მარიკა ხარებაშვილის (პ/ნ: 36001000289) საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბადიაურში მდებარე 3 783 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.06.62.000.123) ნაწილზე - 2 524 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე;
1.12. მიხეილ ლოლაძის (პ/ნ: №36001010105) საკუთრებაში არსებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე 13 266 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.10.52.000.467) ნაწილზე - 3399 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებული მრავალწლიან ნარგავებზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი