საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
ძალის დაკარგვა 31.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-173
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016780
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.10.2025
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-173
2023 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ქვეყანაში სურსათის ინდუსტრიის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება და/ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS, კომპეტენციის ფარგლებში, და სხვ.) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ინდუსტრიის განვითარებისა და/ან მდგრადობის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ზ) გასტროტურიზმის პოლიტიკის შემუშავება და/ან პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სურსათის ინდუსტრიის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის შემუშავება და განვითარება, პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. პროდუქტის ბრენდინგის და საერთაშორისო პრაქტიკის ხელშეწყობა, მათი დაცვის სამართლებრივი მექნიზმების შემუშავება და სრულყოფა;
კ) სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროებში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ, ასევე ფორტიფიცირებულ სურსათთან დაკავშირებულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
მ) ვაჭრობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროებთან და უწყებებთან თანამშრომლობა;
ნ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სურსათის უვნებლობის სამმართველო;
ბ) სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის ხელშეწყობის სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების (გაიდლაინების), მეთოდური მითითებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS კომპეტენციის ფარგლებში, და სხვ.) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ადგილობრივ და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ი) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ინდუსტრიის სფეროში პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) გასტროტურიზმის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, მხარდაჭერა;
გ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის შემუშავება და განვითარება, პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. პროდუქტის ბრენდინგის და საერთაშორისო პრაქტიკის ხელშეწყობა, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და სრულყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სურსათის ინდუსტრიის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სურსათის ინდუსტრიის სფეროში მეთოდური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების (გაიდლაინების), მეთოდური მითითებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სავაჭრო ურთიერთობებში მყოფ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციებთან თანამშრომლობა, მათი ლოჯისტიკური საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში ხელშეწყობა;
ზ) ვაჭრობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროებთან და უწყებებთან თანამშრომლობა;
თ) სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროებში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ, ასევე ფორტიფიცირებულ სურსათთან დაკავშირებულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
კ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.