,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ”

მიღების თარიღი 23.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.379
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 24/02/2004
matsne.gov.ge 167 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ” სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.379 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2004 2004 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრამდე, არა უგვიანეს 11 მარტისა, მიმართონ ცესკოს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება ის სახელწოდება, რომლითაც აღნიშნულ სუბიექტს სურს არჩევნებში მონაწილეობა.  მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7​ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                 ზ. ჭიაბერაშვილი კომისიის მდივანი                                                                            დ. ქიტოშვილი