ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე

მიღების თარიღი 31.03.2023
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2023
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.06.2023 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 01.09.2023 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 10.05.2023 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 22.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 02.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №20  2023 წლის 31 მარტი  ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების  არაბული ციფრებით სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმაფრთველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. განხორციელდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად და თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართი №2.1-2.8). 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართელოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე. 4.  განკარგულება გაეგზავნოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.baghdatigov.ge. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე  ნოდარ გიორგიძე