“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მინისტრის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.006.381
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-44
2004 წლის 27 თებერვალი
ქ.თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2000 წ., №23, მუხ. 202) შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:
ა) პირველი თავის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, რომელთა ორგანიზაცია განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით”.
ბ) VI-ე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VI. ვეტერინარიის დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა
82. ვეტერინარიული ინსპექტირების სამმართველო მასში შემავალი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობისა და ლიცენზირებისა და ნებართვების განყოფილებებით, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ვეტერინარიული პროფილის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობაზე ვეტერინარიული კონტროლი და ზედამხედველობა, ვეტერინარიული თვალსაზრისით კონტროლქვემდებარე ტვირთების ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტსა და რეექსპორტზე ნებართვების გაცემა, ვეტერინარიულ-სანტარიული თვალსაზრისით, კონტროლქვემდებარე ობიექტების ლიცენზირება.
83. გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაციის სამმართველო, მასში შემავალი ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ეპიზოოტიების საწინააღმდეგო და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების კონტროლი.
84. სამართლებრივ-ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ევროკავშირში ინტეგრაციის სამმართველო, მასში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფისა და სამართლებრივი საკითხების და ევროკავშირთან ინტეგრაციის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა ვეტერინარიის სფეროში ინფორმაციული საქიანობის წარმართვა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, აგრეთვე შიდა კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის სამუშაოების წარმოება.
85. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ტექნიკური მომსახურების განყოფილებისგან და კანცელარიისგან, რომელთა ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა – დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის და დეპარტამენტის სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების მართვისა და ორგანიზაციისათვის აუცილებელი ტექნიკური და ინფორმაციული მომსახურება.
86. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა დეპარტამეტის ერთიანი სისტემის საბუღალტრო და ანგარიშსწორების ეფექტიანი წარმოების უზრუნველყოფა.”.
გ) ამოღებულ იქნეს VIII თავი (კერძო სამართლის იურიდილი პირების ნუსხა, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია ვეტერინარიის დეპარტამენტზე).
2. დაევალოს სამინისტროს აპარატს (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შერვაშიძე