საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 27.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №30/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.090.020.13.007.006.388
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 02/03/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-7.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-7.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-7.1pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-7.1pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.msoIns {mso-style-name:""; text-decoration:underline; color:teal;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:14.2pt 77.95pt 21.3pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.020.13.007.006.388
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №30/2004
2004 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის №1/11/268 საქმეზე საოქმო ჩანაწერის საფუძველზე, ასევე გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რომ აღნიშნული საოქმო ჩანაწერით შეჩერებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის ვადები, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ� და �ღ� ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის მიზნით ადგენს:
��� მუხლი 1🔗
�არა უგვიანეს 7 მარტისა საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცენ ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიების კედელზე გამოსაკრავი და სამაგიდო ფორმები (ფორმა №1-2.31.01 და ფორმა №1-2.30.01) და ამომრჩეველთა ერთიანი (საბაზისო) სიის ფორმა (ფორმა №1-2.28.02).
��� მუხლი 2🔗
�საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისა და შესწორების პროცესს ახორციელებენ 2004 წლის 8 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით.
ა) საუბნო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 8 მარტისა ვალდებულია გამოაკრას ამომჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის კედელზე გამოსაკრავი ფორმა (ფორმა №1-2.31.01.) კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას;
ბ) 8 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ) სიებს და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვონ მათში შესწორებების შეტანა, ან რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ საარჩევნო ადმინისტრაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ) სიაში შესწორების განხორციელება შეუძლია განცხადების/საჩივრის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემოწმების შემდეგ. ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ) სიაში შესწორების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში (ფორმა №1-2.04.02) აღნიშნავს ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ) სიაში არსებული უზუსტობის არსს, განხორციელებული ცვლილების შინაარსსა და საფუძველს, და შესაბამის ჩანაწერს ადასტურებს ხელმოწერით. ცვლილება ხელით შედის ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის სამაგიდო და კედლის ვერსიებში;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მონაცემი არ არის ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ) სიაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და შესწორებას, ავსებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების განაცხადის ფორმას (ფორმა №5-1.09.02) და ხელმოწერით ამოწმებს მას. განაცხადს ასევე ხელს აწერს ამომრჩეველი.
ე) ფორმის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამომრჩევლის:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა.
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
3. სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი (თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი).
4. დევნილის მოწმობა პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.
5. სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის, ასევე, დადგენილი წესით გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.
ვ) განაცხადის სრულად შევსებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს გადასცემს განაცხადისაგან პერფორაციით გამოყოფილ, შევსებულ ამომრჩევლის ბარათს (ფორმა 5-2.08.02). განაცხადის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ამომრჩევლის რიგით ნომერს ამომრჩეველთა ერთიან (ხელნაწერ) სიაში.
ზ) საუბნო საარჩევნო კომისია შევსებული განცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა ერთიან (ხელნაწერ) საბაზისო სიის ფორმას (ფორმა №1-2.28.02).
��� მუხლი 3🔗
ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის ფორმების (ფორმა №1-2.30.01 და ფორმა №1-2.31.01) და ერთიანი (ხელნაწერი) საბაზისო სიის ფორმის (ფორმა №1-2.28.02) თითოეული ფურცელი სათანადო წესით უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისად:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
ბ) დაზუსტებისა და შესწორების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის ხელმოწერით;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
��� მუხლი 4🔗
21 მარტს საუბნო საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიაში დასამოწმებლად აგზავნის:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის ფორმებს (ფორმა №1-2.30.01. და ფორმა №1-2.31.01.)
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი) საბაზისო სიის ფორმებს (ფორმა №1-2.28.02.);
გ) ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიების შესწორებათა აღრიცხვის რეესტრს (ფორმა №1-2.04.02.)
დ) შევსებულ განაცხადის ფორმებს (ფორმა №5-1.09.02.), რომელიც სათანადო წესით იქნება შეკრული და აკინძული.
��� მუხლი 5🔗
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ერთიანი სიების წარდგენის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ყველა ფორმას. აღნიშნული პროცესის განხორციელება ეფუძნება საოლქო საარჩევნო კომისიებში კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ 6 მარტამდე წარდგენილ მონაცემებს.
��� მუხლი 6🔗
საოლქო საარჩევნო კომისია მე-4 მუხლში აღნიშნულ დოკუმენტაციას დაამოწმებს:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით.
��� მუხლი 7🔗
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი) საბაზისო სიის ფორმის (ფორმა №1-2.28.02) დამოწმების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისია ავსებს კენჭისყრის დღისათვის საჭირო ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი) სიის სამაგიდო (ფორმა №1-2.01.04) და კედლის ფორმებს (ფორმა №1-2.19.03). ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი) საბაზისო სიის ფორმა (ფორმა №1-2.28.02) რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო კენჭისყრის დღისათვის საჭირო ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი) სიის სამაგიდო და კედლის (ფორმა №1-2.01.04 და ფორმა №1-2.19.03), ასევე ამომრჩეველთა ერთიანი (ნაბეჭდი) სიის ფორმები (ფორმა №1-2.30.01 და ფორმა №1-2.31.01), საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის ხელმოწერებითა და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმების შემდეგ გადაეცემა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს.
��� მუხლი 8🔗
�საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია არა უგვიანეს 23 მარტისა საჯარო გაცნობისათვის განკუთვნილი ამომრჩეველთა ერთიანი (ხელნაწერი და ნაბეჭდი) სიები (ფორმა №1-2.19.03 და ფორმა №1-2.31.01) გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას.
��� მუხლი 9🔗
23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ, საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა ერთიან სიებს და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვონ მათში ცვლილებების შეტანა, ან რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს საარჩევნო ადმინისტრაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
��� მუხლი 10🔗
2004 წლის 28 მარტის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და შესწორება განხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის შევსებას ახორციელებს რეგისტრატორი, რომელიც, საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების დანაწილების მიზნით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ჩატარებული წილისყრის მეშვეობით გამოვლინდება. წილისყრა, რომელიც ტარდება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ითვალისწინებდეს ერთი დამატებითი რეგისტრატორის ფუნქციას;
ბ) აღნიშნული რეგისტრატორი იკავებს განცალკევებით მდგომ მაგიდას და მას ევალება ერთიანი სიის არჩევნების დღეს დაზუსტების რეესტრის შევსება 2004 წლის 28 მარტს საარჩევნო უბანში მოსული იმ ამომრჩევლების მონაცემებით, რომელებიც არ არიან ამომრჩეველთა სიაში;
გ) ამ ამომრჩეველთა მონაცემები რეგისტრატორის მიერ შეიტანება ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის ფორმაში (ფორმა №1-2.29.01), ამ პროცედურის შემდეგ რეგისტრატორი ამომრჩეველზე კანონით დადგენილი წესით გასცემს დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენს;
დ) ამომრჩეველი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანება ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის ფორმაში, თუ იგი არ არის ამომრჩეველთა ერთიან (ნაბეჭდ ან ხელნაწერ) სიაში და მის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მითითებული რეგისტრაციის ადგილი მდებარეობს ამ საარჩევნო უბნის საზღვრებში;
ე) რეგისტრატორი ერთიანი სიის არჩევნების დღეს დაზუსტების რეესტრის ფორმაში ამომრჩეველთა ნუმერაციას განახორციელებს პირველი გრაფიდან, 01-დან. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ერთიანი სიის არჩევნების დღეს დაზუსტების რეესტრის ფურცლები დაილუქება ცალკე პაკეტად და საარჩევნო უბანში ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
��� მუხლი 11🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 12🔗
�ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი