ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2023
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016641
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2023 წლის 4 აპრილი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1.ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესი (შემდგომში –წესი) განსაზღვრავს მესაკუთრის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლისა და ამ წესის დარღვევისას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –ზედამხედველობის სამსახურის მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
3. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ შინაური ცხოველები: ძაღლი და კატა.
მუხლი 2🔗. ძაღლისა და კატის ყოლის წესი
1. ძაღლისა და კატის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესი:
ა) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის ყოლამ და მოვლა-პატრონობამ არ გამოიწვიოს დასახლებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დისკომფორტის შექმნა, რაც გამოიხატება ცხოველის მიერ აგრესიულ ქცევაში;
ბ) დაიცვას სანიტარიული ზედამხველობა;
გ) ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე;
დ) დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება/საზოგადოებრივ სივრცეებში ცხოველის უმეთვალყურეოდ მიტოვება;
ე) მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
ვ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;
ზ) აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა;
თ) ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს დასუფთავება;
ი) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო – ვეტერინარულ დაწესებულებას საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის, ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარულ- სამკურნალო დაწესებულებას ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;
კ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცხოველის დაავადების შესახებ აცნობოს ვეტერინარულ კლინიკას;
ლ) ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა).
2. აკრძალულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, ან სკვერში ძაღლის საბმელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
მუხლი 3🔗. შეზღუდვის ფარგლები
დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.
მუხლი 4🔗. კონტროლის განხორციელება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლისა და კატის) და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 5🔗. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:
1. განახორციელოს პროგრამები და პროექტები ამ წესის პოპულარიზაციისათვის;
2. აქტიურად ითანამშრომლოს ცხოველთა დაცვის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო სექტორთან, დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მოსახლეობის მ.შ. მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ცხოველების მიმართ.
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლის შესაბამისად.
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.
3.ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შინაური ცხოველების ძაღლისა და კატის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.