„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2023 წლის 5 აპრილი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2023წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016566) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დახმარება განისაზღვროს ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის დროს შვიდ თვემდე სწავლის კურსის შემთხვევაში 300 – ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ  – 700 ლარის ოდენობით; შვიდ თვეზე მეტი სწავლის შემთხვევაში ჩარიცხვისას მიიღებს 300 ლარს, ხოლო დამთავრებისას 1700 ლარს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 221 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221.

საწოლს მიჯაჭვულ მძიმე ავადმყოფთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა.

1.საწოლს მიჯაჭვულ მძიმე ავადმყოფთა დამხმარე საშუალებებით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი და ჟანგბადის აპარატი) გადაცემის სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა N100;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სავარძელ-ეტლი და ჟანგბადის აპარატი გადაეცემათ ხელშეკრულებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის 23- მუხლის  მე-11 -პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მუხლი 6,7,9,10,11,12,13,14,15,16,17,19, 20-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახურის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირეზო ხეცურიანი