თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები და ჩეკურაანთგორში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №გ-131. 1312309012 |
|
2023 წლის 31 მარტი დაბა თიანეთი |
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები და ჩეკურაანთგორში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი№1-ის და თანდართული რუკების შესაბამისად.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით თიანეთის რაიონულ სასამართლოში დ. თიანეთი, რუსთავლის ქ. №47.
საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი