„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№900
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №900

2023 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016524) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება ამ დებულების მე-15 მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, ამავე პუნქტით დადგენილი წესით.“.  

2. მე-15 მუხლის 24-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, საკანში განაწილების წესებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე.

25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს წერილობითი ფორმით, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი პატაკის საფუძველზე, რა დროსაც, დამატებით, მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთან ერთად განთავსებით მათი სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისთვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნა. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლის/საფრთხის აღმოფხვრამდე.“.

3. 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს და შეიცავდეს გასაჩივრების წესს.“.

4. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 65. საჩივრის ადრესატი

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის საქმიანობა, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მათ შორის, მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ, გაასაჩივროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის/საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე