წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ონჭეიშში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.122.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №59

2023  წლის 31 მარტი

ქ. წყალტუბო 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ონჭეიშში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის  შესაბამისად:

1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ონჭეიშში  ქუჩების სახელდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2.  კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4.  დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5.  განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                თეიმურაზ ჭეიშვილი