სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №17
2023 წლის 30 მარტი
ქ. სენაკი
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ძველი სენაკის, კოტიანეთის, ზედა სორტას, ქვედა სორტას და საჩიქობაოს სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.
2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას; სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია