ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24-20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.017087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2023
matsne.gov.ge 539 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.03.2023 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.03.2023 ონის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.03.2023 მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24-20 2023 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების (შემდგომში –მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი 1. მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2. მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/ რეესტრი (დანართი), რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალური ინსპექციის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3. მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებული პირების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრის/გამოსწორების შემოწმებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემოწმების პროცესში მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებულმა პირმა უნდა გადაიღოს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან/და სამართალდარღვევის გამოსწორების/აღმოფხვრის ფაქტი. 6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-97 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით და მოეწეროს ხელი მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მუნიციპალური ინსპექცია გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.