“სტანდარტიზაციის, მინისტრის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის წესის შესახებ”
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 22.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 300.160.060.12.216.006.424
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 22/03/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სტანდარტიზაციის, მინისტრის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის წესის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-weight:bold;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:120%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:120%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.55pt 42.55pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.060.12.216.006.424
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
(საქსტანდარტი) ბრძანება №14
2004 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების I მუხლის მე-4 პუნქტის და მე-III მუხლის მე-8 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის წესი”
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქსტანდარტის 1999 წლის 2 მარტის №20 ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტები:
ა) სდ 20473172-024-99 „სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები სერტიფიკაციის ექსპერტებისადმი, მათი მომზადებისა და ატესტაციის წესი.”
ბ) სდ 20473172-025-99 `გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა. მოთხოვნები გაზომვათა საშუალებების დამამოწმებლებისადმი, მათი მომზადებისა და ატესტაციის წესი.”
3) ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯანიკაშვილი
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის წესი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე წესი ადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის მიმართ წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, მათი მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის წესს, პერსონალისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით.
2. წესით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა საქსტანდარტის, სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის (მათ შორის საზღვარგარეთის), რომლებიც მონაწილეობენ ან ახორციელებენ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის, აკრედიტაციის და ხარისხის მართვის სამუშაოებს, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობას აღნიშნულ სფეროებში.
მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები
წესში მოყვანილი ტერმინები და განმარტებები შეესაბამება ისო/იეკ 2–96 სახელმძღვანელოს და ისო 9000: 2000 სტანდარტს
ა) ექსპერტი (სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის, აკრედიტაციის) – სათანადო კვალიფიკაციის მქონე ატესტირებული სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ობიექტურად და კომპეტენტურად განახორციელოს საქმიანობა არჩეულ სფეროში.
ბ) ხარისხის ექსპერტ-აუდიტორი – სათანადო კვალიფიკაციის მქონე ატესტირებული სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ობიექტურად და კომპეტენტურად განახორციელოს ხარისხის სფეროში საქმიანობის დამოუკიდებელი ანალიზი და მის გასაუმჯობესებელ მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობის შეფასება.
გ) გაზომვის საშუალებათა დამმოწმებელი – დადგენილი წესით ატესტირებული ფიზიკური პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს გაზომვის საშუალებების დამოწმება ან დაკალიბრება.
დ) ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი – დადგენილი წესით ატესტირებული სახელმწიფო მოხელე, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას.
მუხლი 3🔗. ძირითადი დებულებები
1. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების და აკრედიტაციის სფეროში მონაწილე პერსონალის ატესტაცია ტარდება აღნიშნულ სფეროებში მომქმედი ნორმატიული აქტებით და დოკუმენტებით დადგენილ შემთხვევებში.
2. ატესტაციას ატარებს საქსტანდარტის მუდმივმოქმედი – საატესტაციო კომისია, რომლის თავმჯდომარეს ნიშნავს და შემადგენლობას ამტკიცებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.
3. საქსტანდარტის მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია შედგება საქსტანდარტის, მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტებისაგან. საჭიროების შემთხვევაში საქსტანდარტი იწვევს სხვა ორგანიზაციის სპეციალისტებს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს.
4. სერტიფიკაციის სფეროებში და გაზომვათა სახეობებში კონკრეტულ მიმართულებათა ჩამონათვალს (დანართი 1, 2) განსაზღვრავს საქსტანდარტი. მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქსტანდარტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
5. ატესტაციის დადებითი შედეგების და საქსტანდარტის მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა (ატესტატი, სერტიფიკატი,
6. ატესტირებული პერსონალი პრაქტიკულ საქმიანობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ქვეყნის ინტერესები;
ბ) იყოს ობიექტური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, არ მოექცეს ზეგავლენის ქვეშ;
გ) მუდმივად იზრუნოს თავისი პროფესიონალური დონის ამაღლებაზე. იყოს კომპეტენტური და კომუნიკაბელური;
დ) გამოიყენოს თავისი ცოდნა და კომპეტენცია საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების. პროდუქციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად;
ე) პროფესიონალურ დონეზე შეასრულოს ყველა სამუშაო;
ვ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები ექსპერტების მიმართ
1. ექსპერტი შეიძლება იყოს მრეწველობის, მომსახურების სფეროს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების, უმაღლესი სასწავლებლების და სხვა ორგანიზაციების სპეციალისტი, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია საჭირო კომპეტენტურობა და პასუხობს ამ დოკუმენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ექსპერტს უნდა გააჩნდეს მუშაობის პრაქტიკული სტაჟი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ არანაკლები ორი წელი
3. სტანდარტიზაციის ექსპერტს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და სპეციალური მომზადება სტანდარტიზაციის სამუშაოთა ორგანიზების სფეროში.
4. ექსპერტს პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციის განხრით უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ატესტაციის განცხადებულ სფეროში და სპეციალური მომზადება საქმიანობის შესაბამისი მიმართულებით.
5. ექსპერტს ხარისხის სისტემების სერტიფიკაციის განხრით, ხარისხის ექსპერტ აუდიტორს უნდა გააჩნდეს უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება და სპეციალური მომზადება ხარისხის მართვის სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირების სფეროში.
6. ექსპერტს სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების აკრედიტაციის განხრით უნდა გააჩნდეს უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება და სპეციალური მომზადება აკრედიტაციის პროცედურების და სერტიფიკაციის სისტემების და წესების სფეროში.
7. სტანდარტიზაციის ექსპერტს უნდა შეეძლოს:
ა) სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება, სტანდარტების გადასინჯვა და ცვლილებების შეტანაზე წინადადებების მომზადება;
ბ) საერთაშორისო, რეგიონალური სტანდარტების გამოყენების და ჰარმონიზაციის საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მომზადება;
გ) ტექნიკურ კომიტეტებთან, საწარმოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამუშაოების ჩატარება სახელმწიფო სტანდარტებად საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების მისაღებად;
დ) წინადადების მომზადება საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის, პრიორიტეტების განსაზღვრა.
8. ექსპერტს პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციის განხრით უნდა შეეძლოს:
ა) ჩაატაროს განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზი და მიიღოს მათზე გადაწყვეტილება;
ბ) პროდუქციის (მომსახურების) იდენტიფიცირება;
გ) აიღოს ნიმუშები გამოცდებისათვის;
დ) ჩაატაროს გამოცდების შედეგების ანალიზი;
ე) შეაფასოს პროდუქციის ხარისხის სტაბილურობა საინფორმაციო მასალების გამოყენებით;
ვ) ჩაატაროს საწარმოს დოკუმენტების ანალიზი წარმოების მდგომარეობის შესაფასებლად;
ზ) გააფორმოს შესაბამისობის სერტიფიკატი და ნებართვა შესაბამისობის ნიშნის გამოყენებაზე;
თ) ორგანიზება გაუკეთოს და ჩაატაროს სერტიფიცირებული პროდუქციის საინსპექციო კონტროლი.
9. ექსპერტს ხარისხის სისტემების სერტიფიკაციის განხრით, ხარისხის ექსპერტ – აუდიტორს, უნდა შეეძლოს:
ა) ჩაატაროს ხარისხის სიტემის დოკუმენტების ანალიზი, მათი შესაბამისობის შეფასება სტანდარტების მოთხოვნებთან და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება;
ბ) შეადგინოს შემოწმების გეგმა და პროგრამა;
გ) ჩაატაროს ხარისხის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება, შეაფასოს ხარისხის სისტემის მდგომარეობის შესაბამისობა სისტემის დოკუმენტების და სტანდარტების მოთხოვნებთან;
დ) მიიღოს გადაწყვეტილება ხარისხის სისტემის შემოწმების საფუძველზე;
ე) შეადგინოს ანგარიში შემოწმების შესახებ;
ვ) ორგანიზება გაუკეთოს და ჩაატაროს საინსპექციო კონტროლი;
ზ) შეიმუშაოს მაკორექტირებელ მოქმედებათა ღონისძიებები, მათ შორის, სისტემის მოდელი.
10. ექსპერტს სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის განხრით უნდა შეეძლოს:
ა) ჩაატაროს წარმოდგენილი დოკუმენტების ექსპერტიზა და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება;
ბ) შეადგინოს შემოწმების გეგმა და პროგრამა;
გ) ჩაატაროს სააკრედიტაციო ლაბორატორიის შემოწმება მისი საგამოცდო და გამზომი საშუალებებით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებულ სფეროში;
დ) შეაფასოს ლაბორატორიების მიერ გამოყენებული მეთოდიკების მოთხოვნების სისრულე და სისწორე;
ე) შეაფასოს საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალის შესაძლებლობები და პროფესიონალური დონე;
ვ) შეაფასოს ლაბორატორიების სათავსოების და მუშაოების პირობების შესაბამისობა გამოცდების ხარისხის უზრუნველყოფის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოთხოვნებთან;
ზ) გააფორმოს საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის დოკუმენტები;
თ) ორგანიზება გაუკეთოს და ჩაატაროს აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის საქმიანობის საინსპექციო კონტროლი;
ი) შეაფასოს ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის შესაბამისობა სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტების მოთხოვნებთან;
კ) შეაფასოს სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციაზე განმცხადებელი ორგანიზაციის შესაბამისობა სერტიფიკაციის ორგანოსადმი მოთხოვნებთან;
ლ) შეაფასოს ორგანიზაციის შესაძლებლობები, ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად;
მ) ჩამოაყალიბოს და შეიმუშაოს სერტიფიკაციის სისტემის ან წესების ძირითადი დებულებები და მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. მოთხოვნები გაზომვის საშუალებების დამმოწმებლისადმი
1. დაამოწმებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ”, სამოწმებელი სქემებით და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციით, რომელშიც რეგლამენტირებულია მოთხოვნები გაზომვის კონკრეტულ საშუალებათა დამოწმებაზე.
2. დამმოწმებელს უნდა გააჩნდეს უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება და პასუხობდეს წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ მოთხოვნებს. დამმოწმებელს უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური მომზადება გაზომვის საშუალების დამოწმების სფეროში.
3. დამმოწმებელმა უნდა იცოდეს:
ა) ძირითადი ეტალონების დანიშნულება;
ბ) გაზომვის მეთოდები და საშუალებები გაზომვათა სახეობების მიხედვით;
გ) გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური მახასიათებლები;
დ) უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები;
ე) დამოწმების შედეგების დამუშავების სტატისტიკური მეთოდები;
4. დამმოწმებელს უნდა შეეძლოს:
ა) დამოწმების მეთოდების და გაზომვათა სანიმუშო საშუალებების შერჩევა.
ბ) გაზომვის საშუალებათა დამოწმება (დაკალიბრება) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემის სამოწმებელი სქემების შესაბამისად.
გ) დამოწმების შედეგების ანალიზი, დამოწმების ოქმის და დამოწმების დამადასტურებელი მოწმობის გაფორმება.
5. დამმოწმებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შედეგების ობიექტურობა და უტყუარობა;
ბ) იზრუნოს თავისი პროფესიონალური დონის ამაღლებაზე.
გ) დამმოწმებელი პასუხს აგებს დამოწმების შედეგების უტყუარობაზე.
მუხლი 6🔗.პერსონალის მომზადების ორგანიზაცია
1. პერსონალისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მისი მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება საქმიანობის არჩეულ სფეროში.
2. პერსონალის მომზადებას და კვალიფიკაცის ამაღლებას ახორციელებს საქსტანდარტის სასწავლო ცენტრი ან სხვა უფლებამოსილი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პედაგოგიური კადრები და საქსტანდარტთან შეთანხმებული, ყოველწლიურად აქტუალიზირებული სასწავლო პროგრამები.
3. სწავლება ითვალისწინებს თეორიული კურსის შესწავლას და შემდგომ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი პრაქტიკის გავლას (სტაჟირებას), აგრეთვე გამოსაშვები სამუშაოს (რეფერატის) დაწერას, გამოცდას.
4. სწავლების ფორმა და ხანგრძლიობა, აუცილებელი პრაქტიკის (სტაჟირების) ჩატარების სახე და ადგილი განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების მიერ მსმენელის საქმიანობისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.
5. დადებითი შედეგებით სწავლის დამთავრების შემთხვევაში მსმენელს ეძლევა დადგენილი ნიმუშის მოწმობა (სერტიფიკატი), რის შემდგომ შესაძლებელია, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქსტანდარტის მუდმივმოქმედ საატესტაციო კომისიაში განაცხადის წარდგენა შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით.
6. სპეციალისტმა (ფიზიკურმა პირმა) არჩეულ სფეროში მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი (წარდგინება სამუშაო ადგილიდან);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელი პრაქტიკიდან (სტაჟირებიდან) შეიძლება განთავისუფლდნენ სპეციალისტები, რომლებიც არანაკლებ ხუთი წლისა მუშაობენ საქმიანობის არჩეულ სფეროში, მათ ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
8. ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს განაცხადის საფუძველზე
მუხლი 7🔗. პერსონალის ატესტაციის წესი
1. პერსონალის ატესტაცია წარმოადგენს მისი კვალიფიკაციის და უფლების ოფიციალურ დადასტურებას ჩაატაროს განცხადებული სფეროში სამუშაოები საქმიანობის არჩეული მიმართულების შესაბამისად.
2. კვალიფიკაციის მაძიებელი საქსტანდარტის მუდმივმოქმედ საატესტაციო კომისიის სამდივნოში წარადგენს განაცხადს, რომელსაც ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
ა) წარდგინება – დახასიათება სამუშაო ადგილიდან;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
დ) მოწმობა არჩეულ სფეროში მომზადების გავლის შესახებ.
3. წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში საატესტაციო კომისია ატარებს კვალიფიკაციის მაძიებლის ატესტაციას გასაუბრების ან საჭიროების შემთხვევაში ტესტირების ფორმით.
4. ატესტაციის შედეგების მიხედვით საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ატესტირებულია საქმიანობის განცხადებულ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის (ექსპერტი, დამმოწმებელი) მინიჭებით.
ბ) არ არის ატესტირებული.
5. გადაწყვეტილება საატესტაციო კომისიის მიერ მიიღება ფარული კენჭისყრით. საკითხი წყდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ძალაშია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ორი მესამედი მაინც.
6. ატესტაციის შედეგების (შეფასება და რეკომენდაციები) საფუძველზე ივსება საატესტაციო ფურცელი, რომელსაც ხელს აწერენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, ატესტაციაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.
7. საატესტაციო ფურცელი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით და თანდართული მასალით, ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში გადაეცემა საქსტანდარტის თავმჯდომარეს, რომელიც საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას ფიზიკურ პირთა ატესტაციის შესახებ.
8. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კვალიფიკაციის მაძიებელს ეძლევა უფლება გაიაროს განმეორებითი ატესტაცია სამი თვის შემდეგ ატესტაციის ღირებულების გადახდის გარეშე.
9. ატესტირებული პერსონალი ექვემდებარება რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში დადგენილი წესით. ატესტაციის ვადა განისაზღვრება სამი წლით.
10. ატესტაცის ვადის მოქმედების პერიოდში ატესტირებულ პერსონალს შეუძლია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საქსტანდარტის სასწავლო ცენტრში ან სხვა უფლებამოსილ სასწავლო დაწესებულებებში თეორიული ცოდნის აქტუალიზაციის და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების მიზნით.
11. ატესტატის ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ატესტირებულმა პერსონალმა უნდა წარადგინოს განაცხადი ახალი ვადით ატესტაციის ჩატარებაზე, რომელსაც დამატებით უნდა დაურთოს ანგარიში ბოლო წლის საქმიანობის შესახებ და მოწმობა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ, თუ მას ასეთი გააჩნია.
დანართი 1
ექსპერტების ატესტაციის სფეროები
1.00 აკრედიტაცია:
1.01 საგამოცდო, გამზომი ლაბორატორიები;
1.02 სერტიფიკაციის ორგანოები;
1.03 სერტიფიკაციის სისტემები;
2.00 ხარისხის სისტემების სერტიფიკაცია.
3.00 პროდუქციის სერტიფიკაცია:
3.01 მანქანათმშენებლობის პროდუქცია;
3.02 საავიაციო მრეწველობის პროდუქცია;
3.03 სამხედრო მრეწველობის პროდუქცია და აღჭურვილობა;
3.04 ხანძარსაწინააღმდეგო პროდუქცია და საშუალებები;
3.05 ქიმიური მრეწველობის პროდუქცია;
3.06 მეტალურგიული მრეწველობის პროდუქცია;
3.07 ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
3.08 ხის გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია;
3.09 მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია;
3.10 კვების მრეწველობის პროდუქცია;
3.11 სამთო მომპოვებელი მრეწველობის (მათ შორის გეოფიზიკის, პეტროფიზიკის და სხვა) პროდუქცია;
3.12 სამშენებლო მასალების მრეწველობის პროდუქცია;
3.13 ხელსაწყოთმშენებლობის პროდუქცია;
3.14 ელექტროტექნიკური მრეწველობის პროდუქცია;
3.15 საპარფიუმერიო-კოსმეტიკური პროდუქცია;
3.16 თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი;
3.17 სოფლის მეურნეობის პროდუქცია;
3.18 სამშენებლო მზა პროდუქცია (შენობა-ნაგებობები, კონსტრუქციები).
4.00 მომსახურების სერტიფიკაცია:
4.01 საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკური და რადიოელექტრონული აპარატურის და ხელსაწყოების რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
4.02 საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
4.03 ქიმიური წმენდა და ღებვა, სამრეცხაოების მომსახურება;
4.04 საპარიკმახეროების, აბანოების, საშხაპეების მომსახურება;
4.05 ავეჯის დამზადება და რემონტი;
4.06 სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტით მომსახურება;
4.07 საექსკურსიო-ტურისტული მომსახურება, სასტუმროების მომსახურება;
4.08 სამედიცინო მომსახურება;
4.09 საზოგადოებრივი კვების ობიექტების მომსახურება;
4.10 სამშენებლო მომსახურება და რემონტი;
4.11 მომსახურება სახანძრო დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
4.12 მომსახურება ხანძრის ჩაქრობით;
4.13 საწვავგასამართი სადგურების მომსახურება;
4.14 მომსახურება საბითუმო, საცალო და საკომისიო ვაჭრობით;
4.15 სარიტუალო და მასთან დაკავშირებული მომსახურება;
4.16 ფოტოატელიების და ფოტო-კინო ლაბორატორიების მომსახურება;
4.17 ტყავგალანტერიის, ტყავის და ბეწვეულის ნაწარმის შეკეთება და კერვა;
4.18 საქსოვი, სამკერვალო და ტრიკოტაჟის ნაწარმის შეკეთება და კერვა;
4.19 ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის შეკეთება და კერვა;
4.20 სათბობ-ენერგეტიკის ობიექტების მომსახურება და რემონტი;
4.21 კომუნალური მომსახურება;
4.22 სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
4.23 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
4.24 საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
4.25 კავშირგაბმულობის მომსახურება;
4.26 კავშირგაბმულობის საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
4.27 საინფორმაციო საშუალებების (ტელე, რადიო, ბეჭდვითი ორგანოები და სხვა) მომსახურება;
4.28 მომსახურება სამრეწველო სამაცივრო და სავენტილაციო მოწყობილობების დაყენებით, რემონტითა და ტექნიკური მომსახურებით.
5.00 სტანდარტიზაცია
დანართი 2
გაზომვათა საშუალებების დამმოწმებლების ატესტაციის სფეროები
1.00 გეომეტრიული სიდიდეების გაზომვები
2.00 მასის, ძალის და სიმტკიცის გაზომვები
3.00 წნევის და ვაკუუმის გაზომვები
4.00 მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, აჩქარება, ვიბრაცია) გაზომვები
5.00 აირის და სითხის ხარჯის და რაოდენობის გაზომვები
6.00 ფიზიკო-ქიმიური გაზომვები
7.00 ტემპერატურული და თბოფიზიკური სიდიდეების გაზომვები
8.00 ოპტიკური და ოპტიკო-ფიზიკური გაზომვები
9.00 ელექტროტექნიკური და მაგნიტური გაზომვები
10.00 რადიოტექნიკური და აკუსტიკური გაზომვები
11.00 მაიონეზირებელი გამოსხივების გაზომვები
12.00 გაზომვები სამედიცინო დანიშნულებით