ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №30
2023 წლის 7 აპრილი
ქ. ზუგდიდი
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსკოვის ქუჩას და მოსკოვის ქუჩის პირველ შესახვევს ეწოდოს წმინდა ნიკოლოზის ქუჩა და წმინდა ნიკოლოზის ქუჩის პირველი შესახვევი. (ორთოფოტო თან ერთვის).
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა