საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.11.117.006.431
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.431

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №205

2004 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. “ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნე №31 2004წ. 19 მარტის მუხლი 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:

“ე) პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი”

ბ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას “გ” ქვეპუნქტი;

გ) დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-10  მუხლი;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

    „მუხლი 221 . პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

1. პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოპერატიული და ღია ინფორმაციის შესწავლა-დამუშავების საფუძველზე:

ა) აწარმოებს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს და განვითარების პროგნოზირებას. შეიმუშავებს წინადადებებს სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით;

ბ) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას პოლიციის ხელმძღვანელობას;

გ) ქმნის საინფორმაციო-ანალიტიკური მონიტორინგის უწყვეტ სისტემას, რომლის მიხედვითაც, პოლიციის კომპეტენციიდან გამომდინარე, ახდენს ოპერატიული სიტუაციის შეფასებას და განსაზღვრავს მისი განვითარების შესაძლო ვარიანტებს;

დ) უზრუნველყოფს პოლიციის დანაყოფების, მათ შორის პოლიციის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დაგროვება-დამუშავებასა და სისტემატიზაციას, მათ საფუძველზე შექმნილი საინფორმაციო და ანალიტიკური დოკუმენტებით ახდენს პოლიციის ხელმძღვანელობისა და ოპერატიული შემადგენლობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;

2. პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი:

ა) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად ახდენს პოლიციის მუშაობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შეფასებას, საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების დაგეგმვას, ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების ვარიანტების შემუშავებას და აღნიშნულ საკითხებზე ხელმძღვანელობის სისტემატურად ინფორმირებას;

ბ) ახორციელებს პოლიციის საქმიანობის ამსახველი შედეგების სტატისტიკურ დამუშავებას, მათ განზოგადებას და ანალიზს, რის მიხედვითაც ადგენს პერიოდულ სტატისტიკურ ანგარიშებსა და ინფორმაციას პოლიციის უფროსისა და ხელისუფლების ორგანოებისათვის წარსადგენად, ასევე საზოგადოების ინფორმირებისათვის;

გ) აწარმოებს პოლიციის დანაყოფებში რეგისტრირებულ დანაშაულებათა და სხვა სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაციას;“

დ)ახორციელებს პოლიციის საინფორმაციო-საძიებო პროგრამულ უზრუნველყოფას;

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.03.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №205. სარეგისტრაციო კოდი — 190.010.000.11.117.006.431.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში `ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №205, 31.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.431 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57844/