„საქართველოს მთავარობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმინაობის წესის შესახებ“
მიღების თარიღი 01.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.11.111.006.437
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 02/04/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავარობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმინაობის წესის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.Heading3Char { font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 37.35pt 51.05pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ს
ახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.11.111.006.437
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №134
2004 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის
№74 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს
„საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 ოქტომბრის
№566 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში, ასრულებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას, უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფი იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უშიშროებას, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან; კანონმდებლობით დადგენილი წესით კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან საერთაშორისო ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან და სხვა საერთაშორისო ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გაწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.
3. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ” და „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონები, საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება და მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტები.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტი თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
5. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, მისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დასრულებული ბალანსი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსის შემადგენელ ნაწილს. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს საუწყებო დროშა და ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უშიშროების მინისტრის წინაშე, რომელიც კანონით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ზედამხედველობს მისი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
8. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.
9. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის, დადგენილი წესით შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის მიწოდება;
ბ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა.
III. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლება-მოვალეობანი
10. თავისი ამოცანების და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ნებაყოფილობის საფუძველზე, კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი;
ბ) საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების, შენობა-ნაგებობათა და სატრანსპორტო საშუალებათა კონსპირაციის მიზნით კოორდინაციას უწევს მათ დაშიფრვას;
გ) მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობითაა ნაკარნახევი;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, თავისი მოსამსახურეების, ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების, შენობა-ნაგებობებისა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზის დაცვას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად;
ვ) ახორციელებს სადაზვერვო წყაროების, მეთოდების, ანალიტიკურ სამუშაოთა დაცვის პროგრამების შემუშავებას;
ზ) საკუთარ მოსამსახურეთა, ინფორმაციის, ქონებისა და ობიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და ძალოვან სტრუქტურებთან;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის ღონისძიებებში;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტექნიკური არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიო-ელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იცავს სადაზვერვო მონაცემებს, აგრეთვე მათი მოპოვების წყაროებსა და მეთოდებს უნებართვო გამჟღავნებისაგან;
ლ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს საგარეო დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლად დასანიშნად;
მ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ო) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.
11.
დეპარტამენტში თავს იყრის ყველა სადაზვერვო ინფორმაცია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს მათთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია.
12. დეპარტამენტის მიერ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამინისტროს ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს.
IV. დეპარტამენტის დირექტორი
13. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში– დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით.
14. დირექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის მმართველობას განეკუთვნება;
ბ) აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს დეპარტამენტის წარმომადგენლის სტატუსს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების, აგრეთვე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას, დადგენილი წესის თანახმად, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად და წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წასახალისებლად ან მათთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
თ) დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალისათვის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო უშიშროების მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ქვედანაყოფების შიდა-სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ;
კ) მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის, ხელმძღვანელობს დაზვერვის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების და წინადადებების მომზადებას, დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობისას ან სხვა ექსტრემალური, სიტუაციებისას შესაბამისი განკარგულების თანახმად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე და მოსამსახურეთა სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს;
ო) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა და სხვა პირების დაჯილდოების თაობაზე;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ჟ) ანაწილებს უფლებამოვალეობებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
V. დირექტორის მოადგილეები
15. დირექტორს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
16. დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
17. დირექტორის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს დირექტორის არყოფნისას.
VI. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურულიქვედანაყოფების ამოცანები და კომპეტენცია
18. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის ცალკეული ქვედანაყოფების დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია არის სახელმწიფო საიდუმლოება.
19. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული დაზვერვის სამსახური;
ბ) ოპერატიული დაზვერვის სამსახური საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით;
გ) ინფორმაციის შეფასების და ანალიზის სამსახური;
დ) ტექნიკური დაზვერვის სამსახური;
ე) ოპერატიული დაზვერვის სამსახური აფხაზეთში;
ვ) ოპერატიული დაზვერვის სამსახური აჭარაში;
ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახური;
თ) ადმინისტრაცია (სამსახური);
20. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) ოპერატიული დაზვერვის სამსახური ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას გეოგრაფიული პრინციპით, ოპერატიული მეთოდებითა და საშუალებებით, წარმართავს საზღვარგარეთ და საქართველოს ტერიტორიიდან, ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით ფუნქციას;
ბ) ოპერატიული დაზვერვის სამსახური საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას საერთაშორისო ხასიათის დანაშაულებებთან მიმართებაში, ოპერატიული და სხვა სპეციალური საშუალებებით წარმართავს სადაზვერვო საქმიანობას საერთაშორისო ტერორიზმისა და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის მიმართულებით;
გ) ინფორმაციის შეფასებისა და ანალიზის სამსახურის ამოცანაა ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვება, ანალიზი, სისტემური დამუშავება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება და პროგნოზირება, აქტიური ღონისძიებების შემუშავება;
დ) ტექნიკური დაზვერვის სამსახური ახორციელებს რადიო-ელექტრონული საშუალებებით სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებას, მის დამუშავებას და პირველად კრიპტოანალიზს, ინფორმაციული სისტემების, სპეციალური პროგრამების დამუშავებას, ინტერნეტის ქსელის მონიტორინგს და თანამედროვე ინფორმაციული და კავშირის სისტემების დანერგვას და განვითარებას;
ე
) დეპარტამენტის ოპერატიული დაზვერვის სამსახურები აფხაზეთსა
და აჭარაში
წარმოადგენენ დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და ახორციელებენ ოპერატიული დაზვერვის სამსახურის ფუნქციას აღნიშნული ტერიტორიებიდან;
ვ) დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო მომსახურებას და მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ზ)
ადმინისტრაცია
წარმოადგენს
სამსახურს, რომელიც
ასრულებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლის ფუნქციას, აწარმოებს მათ სამართლებრივ, საკანცელარიო, საოქმო უზრუნველყოფას, დადგენილი წესით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირურთიერთობის დამყარებასა და განმტკიცებას, აგრეთვე აწესრიგებს დეპარტამენტში ოპერატიულ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობას;