„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 01.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.11.111.006.438
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 02/04/2004
matsne.gov.ge 888 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 73.3pt 35.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.11.111.006.438 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №135 2004 წლის 1 აპრილი  ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რეფორმირებისა და საჯარო საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად: ვბრძანებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს თანდართული დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს თანდართული შემადგენლობა (დანართი №2). 3. საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს დაევალოს ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები: ა) საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის საჯაროობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე; ბ) სამინისტროს რეფორმირების კონცეფციის ძირითადი მიმართულებების თაობაზე. 4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილეს (გ. უგულავა). 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი                                                   დანართი №1 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანო. 2. საბჭოს კომპეტენცია განისაზღრება ამ დებულებით და მინისტრის ბრძანებებით. 3. საბჭო თავის საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. საბჭოს უფლებამოსილება განისაზღრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია: ა) სამინისტროს რეფორმირების კონცეფციის შემუშავება და რეფორმის განხორციელებაში სამინისტროსთვის ხელის შეწყობა; ბ) საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის საჯაროობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული საჯარო საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დ) არსებული საჯარო ინფორმაციის საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის განხორცილება.     მუხლი 3🔗. საბჭოს კომპეტენცია დასახული ამოცანების შესასრულებლად საბჭო უფლებამოსილია: ა) სამინისტროს თანამშრომლებთან და სხვა კვალიფიც იურ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშაოს სამინისტროს რეფორმირების კონცეფცია; ბ) სამინისტროს რეფორმირების თვალსაზრისით მოიძიოს და შეისწავლოს უცხოეთის განვითარებული სახელმწიფოების სპეცსამსახურების შესახებ არსებული ლიტერატურა და ნორმატიული მასალა; გ) უზრუნველყოს საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის მასალების გაცნობა და მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გეგმის შემუშავება; დ) ამ მუხლის “გ” ქვეპუნქტში მითითებული გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად განახორციელოს არქივის მონაცემების საზოგად ოებისთვის სათანადო საინფორმაციო საშუალებებით მიწოდების ორგანიზება; ე) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციისთვის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები და წინადადებები; ვ) ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, განახორციელოს სამინისტროს შესაბამის მოხელეთა ხანმოკლე სასწავლო საინფორმაციო კურსების ორგანიზება; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან ერთდ უზრუნველყოს სამინისტროს საჯარო საქმიანობის გამჭვირვალობა და საზ ოგადოებისთვის ინფორმირება; თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს ადამიანის უფლებათა დაცვის თ ვალსაზრისით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი; ი) დაამტკიცოს საბჭოს სამუშაო გეგმა; კ) დაამყაროს კავშირები საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სახ ელმწოფო და არასამთავრობო ორგანიზაცია დაწესებულებებთან.     მუხლი 4🔗 საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 3. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება – წევრით. 4. გადაწყვეტილებას პირის საბჭოს წევრად მიღებისა და წევრობიდან გათავისუფლების შესახებ იღებს მინისტრი. 5. საბჭოს წევრად პირი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.     მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც საბჭოს წევრთაგან ნიშნავს მინისტრი. 2. თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს; გ) ანაწილებს ფუნქციებს საბჭოს წევრებს შორის და ახორციელებს მათ შესრულებაზე კონტროლს; დ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს სამუშაო გეგმას; ე) ხელს აწერს საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამ თვეში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. საბჭოს ხდომები 1. საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, თვეში ერთხელ მაინც. 2. საბჭოს სხდომებს იწვევს მინისტრი ან მისი დავალებით საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს სხდომის ჩატარების თაობაზე საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს საბჭოს წევრების ინფორმირებას სხომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე.     მუხლი 7🔗 გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 2. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. 3. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე.                                                                                                                                   დანართი №2 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შემადგენლობა 1. ნიკოლოზ რურუა (თავმჯდომარე) 2. გიგი თევზაძე 3. ლევან რამიშვილი 4. ალექსანდრე რონდელი 5. ეკა კვესიტაძე 6. დავით დარჩიაშვილი