დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-185
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-185
2023 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა) დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) პორტფოლიოს შედგენისა და შეფასების წესი (დანართი №2).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 ივლისის №01-136 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი
დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის (შემდგომში – მოხელე) მოსამზადებელი პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეების მიერ პროგრამის გავლის წესსა და პირობებს, ცოდნის შეფასების სისტემასა და სერტიფიკატის გაცემის წესს.
2. პროგრამის გავლა ხორციელდება ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების გათვალისწინებით.
3. სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით პირველად დანიშნულმა პირმა, სავალდებულო წესით უნდა დაიწყოს პროგრამის გავლა და დაასრულოს თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი წლის განმავლობაში.
4. პროგრამის გავლის შედეგად სერტიფიკატის აღება სავალდებულოა:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიპლომატიურ თანამდებობაზე დასანიშნად;
ბ) უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე გადასაყვანად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშნული პირები.
მუხლი 2🔗
1. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტებები:
ა) პროგრამა – დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც შედგება დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის საჭირო ცოდნის მიღებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის შექმნილი სასწავლო სავალდებულო და არჩევითი კურსების ერთობლიობისაგან;
ბ) სერტიფიკატი – პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პროგრამის მონაწილე – პროგრამაში ჩარიცხული პირი;
დ) პორტფოლიო – პროგრამის სასწავლო ამოცანებზე ორიენტირებული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის გავლის შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარების სამსახურეობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში გამოყენების მაგალითები/მტკიცებულებები და მათი მიმოხილვა.
2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, განიმარტება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
პროგრამის მიზანია პროგრამის მონაწილე პირთა მომზადება და მათთვის იმ დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი შემდგომი საქმიანობისათვის, უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიპლომატიურ თანამდებობაზე დასანიშნად.
მუხლი 4🔗
პროგრამის გავლა შესაძლებელია სასწავლო კურსებზე დასწრებით, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ.
თავი II
პროგრამის ორგანიზება
მუხლი 5🔗
1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი).
3. პროგრამა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ინსტიტუტი:
ა) უზრუნველყოფს:
ა.ა) პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზებას;
ა.ბ) პროგრამის მონაწილეთა ოდენობის განსაზღვრას თავისი რესურსის გათვალისწინებით და აღნიშნულ ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის (შემდგომში – დეპარტამენტი);
ა.გ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალით;
ა.დ) დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ მონაწილეთა შესახებ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას;
ა.ე) პროგრამის მონაწილე პირთა ინფორმირებას პროგრამისა და სერტიფიკატის გაცემის პირობების შესახებ;
ა.ვ) სერტიფიკატის გადაცემას;
ა.ზ) დეპარტამენტის ინფორმირებას პროგრამის შედეგების შესახებ;
ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეთა სიის წარდგენას ინსტიტუტისათვის.
2. პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება პროგრამის მონაწილეთა სია.
მუხლი 7🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეს პროგრამის გავლაში.
თავი III
შედეგების შეფასება
მუხლი 8🔗
პროგრამის წარმატებით დასრულების წინაპირობებია:
ა) მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული საათების არაკლებ 80%-ზე დასწრება;
ბ) პრაქტიკისთვის განსაზღვრული საათების არანაკლებ 80%-ზე დასწრება და პრაქტიკის ხელმძღვანელის დადებითი შეფასება;
გ) პორტფოლიოს დადებითი შეფასება.
მუხლი 9🔗
1. პროგრამის მონაწილე პირის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირის ამორიცხვას პროგრამის მონაწილეთა სიიდან უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის იმ მონაწილეებზე, რომლებმაც საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებზე დასწრება.
3. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დასტურდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან/და შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
მუხლი 10🔗
1. პროგრამის მონაწილემ პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს დასრულებული პორტფოლიო.
2. ინსტიტუტი მონაწილეებს პორტფოლიოს შეფასების შედეგებს ატყობინებს პორტფოლიოს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
3. დადებითი შეფასების მისაღებად პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის ყველა კრიტერიუმი უნდა იყოს „შესრულებული“ ან „შესრულებული მაღალ დონეზე“.
4. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით პორტფოლიო საჭიროებს გაუმჯობესებას, პროგრამის მონაწილეს ერთჯერადად მიეცემა შესაძლებლობა, 7 კალენდარული დღის ვადაში, შემფასებლისგან მიღებული უკუკავშირის შესაბამისად განაახლოს პორტფოლიო. იმ შემთხვევში, თუ:
ა) განახლებული პორტფოლიოს შეფასებისას რუბრიკის ყველა კრიტერიუმი იქნება „შესრულებული“ ან „შესრულებული მაღალ დონეზე“, პორტფოლიო დადებითად შეფასდება;
ბ) განახლებული პორტფოლიო არ იქნება გაუმჯობესებული მიღებული უკუკავშირის შესაბამისად, მონაწილე ვერ მიიღებს დადებით შეფასებას პორტფოლიოს კომპონენტში.
5. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე პორტფოლიოს ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი „არ არის შესრულებული“, მონაწილე ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. სერტიფიკატის მისაღებად იგი ვალდებული იქნება, პროგრამის მომდევნო ნაკადთან ერთად გაიაროს მიუღწეველი სწავლის შედეგის შესაბამისი სავალდებულო მოდული/ვორკშოპი ან მოდულების/ვორკშოპების კომბინაცია და წარმოადგინოს განახლებული პორტფოლიო.
თავი IV
საპრეტენზიო კომისია
მუხლი 11🔗
1. პორტფოლიოსთან დაკავშირებით პროგრამის მონაწილის პრეტენზიების განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინსტიტუტის დირექტორი/მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე;
გ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე;
დ) ინსტიტუტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი).
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს შესაბამისი სასწავლო მოდულის სპეციალისტ(ებ)ი.
3. კომისიის მიზანია პროგრამის მონაწილის უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და ინსტიტუტისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
7. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
8. კომისია პრეტენზიებს იღებს მხოლოდ წერილობითი ფორმით, პროგრამის მონაწილეთათვის პორტოფლიოს შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
9. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 7 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, განსაკუთრებული გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობის შემთხვევაში განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღემდე.
10. კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
11. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.