ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.04.2023
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016370
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2023
matsne.gov.ge 525 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.03.2023 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.03.2023 მესტიის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.03.2023 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 04.06.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2023 წლის 21 აპრილი ქ. ბათუმი ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. დამტკიცდეს „ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ  დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. 2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე დანართი ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ  დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი 1. ა(ა)იპ − ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსათვის (შემდგომში – სამმართველო) მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს, სამმართველოს მიერ 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების (შემდგომში − მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს. 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი 1. სამმართველო ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ  შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა. 2. სამმართველო ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალური ინსპექციის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან. 3. სამმართველო ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი. 6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი სამმართველოში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე. 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამმართველო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამმართველო ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება. 9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, სამმართველო გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამმართველოს ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.