ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2023
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2023
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) არაბული ციფრით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 29.09.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 03.05.2023 ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 25.05.2023 დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 22.11.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 10.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ ოზურგეთის საკრებულო განკარგულება №32 2023 წლის 19 აპრილი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გადაწყვიტა: 1. განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14). 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                დავით დარჩია