საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში
დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის 1961 წლის 3 დეკემბრის კოდექსს დაემატოს შემდეგი შიინაარსის 1731 მუხლი:
სახელმწიფო და კოოპერაციულ მაღაზიებში გამომცხვარი პურის, ფქვილის, ბურღულისა და პურეულის სხვა პროდუქტების ყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად, ჩადენილი ამგვარივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შემდეგ, ‒
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთა იმავე ვადით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე
გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი
ზ. კვაჭაძე
თბილისი,
1963 წლის 26 ივნისი