„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2023 წლის 28 აპრილი ქ. სიღნაღი |
1. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორია, რომელიც საჭიროებს თვითმმართველობის დახმარებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაეწევათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა იურიდიული ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000;
2. დასაფინანსებელი თანხა განისაზღვროს დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის:
ა) 300 ლარამდე სრული ოდენობთ;
ბ) 301-1001 ლარამდე – არაუმეტეს 50%-ის ოდენობით;
გ) 1001-1501 ლარამდე 40%-ის ოდენობით;
დ) 1501 ლარიდან ზევით გადასახდელი თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
3. თუ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა კერძო თუ სახელმწიფო დაზღვევა და მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა რჩება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
6. დაფინანსების მიღებისათვის ბენეფიციარის მიერ საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებამდე ან უკიდურეს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში, კლინიკასა და პაციენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმების საფუძველზე.
7. სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ ცნობას არ საჭიროებენ მოქალაქეები:
ა) შშმ პირები;
ბ) მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი ან მის დასაცავად გაცემულია შემაკავებელი ორდერი.
8. მოქალაქეებს, რომლებიც მომართვის დროს არ არიან დარეგისტრირებული სოც. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, ან მინიჭებული აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულაზე მეტი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, განსაკუთრებულ მზრუნველობას ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, განესაზღვროს დახმარების ოდენობა გადასახდელი თანხის 30 %, არაუმეტეს 600 ლარისა.“
,,4. პაციენტს დახმარება გაეწევა დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია)
ა) 300 ლარამდე სრული ოდენობთ;
ბ) 301 -1001 ლარამდე – არაუმეტეს 50% -ის ოდენობით;
გ)1001 -1501 ლარამდე 40%-ის ოდენობით;
დ) 1501 ლარიდან ზევით გადასახდელი თანხის 35%, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით;
ე) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 400 ლარისა;
ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა განსაკუთრებული საჭიროების მქონე შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის:
ა) ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 180 000-ს და იმყოფებიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში;
ბ) ოჯახს, რომელიც მომართვის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გაჭირვებას და აქვს განსაკუთრებული საჭიროება (მათ შორის, უბედური შემთხვევა, ჯანმრთელობის გაუარესება-კლინიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით), რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე (არ საჭიროებს ცნობას სოც. სააგენტოდან ქულების შესახებ);
გ) მოქალაქეებს რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ან მის დასაცავად გაცემულია შემაკავებელი ორდერი (არ საჭიროებს ცნობას სოც. სააგენტოდან ქულების შესახებ).“
,,2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ მხოლოდ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;
დ) დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან მხოლოდ პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში;
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა (შესაბამისი ადმინისსტრაციული ერთეულიდან);
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“
„მუხლი 81. სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ:
ა) ობოლ სტუდენტებს, ან მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი) ოჯახის სტუდენტებს, რომლეთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს და გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
2. სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ობოლი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;
ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;
ზ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.
თ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი.“
,,მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს, განესაზღვროთ დახმარება არაუმეტს 200 (ორასი ) ლარის ოდენობით;
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) სარეიტინგო ქულის ამონაწერი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“
,,მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს, მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით .
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს, მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით .
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სარეიტინგო ქულის ამონაწერი.“
,,1. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18 წლამდე ასაკის შვილი და სოც. დაუცველთა ბაზაში მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 180 000, დედის დღესთან დაკავშირებით გაეწიოს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“
,,ე) ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ."
,,3. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს ( არ მოეთხოვებათ ცნობა ქულების შესახებ), ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 180 000-ს, გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.“
,, ე) ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ.“
,,91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდეს კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება, ანაზღაურდეს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები, ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან -15 აპრილამდე) თვეში არაუმეტეს 30% , მაგრამ არაუმეტეს 700 მ3, მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიის საბანკო ანგარიშზე. წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითარი.“
,,2. ამ წესის მე-5, მე-71, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-141 მუხლის, მე-14 მუხლის 91, მე-15 მუხლის, მე-161 და მე-162 მუხლების გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“
„3. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“
„31. კომისიის წევრებმა – მერის წარმომადგენლებმა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულებიდან, რომელთაც აღნიშნული წესის შესაბამისად ევალებათ შუამდგომლობის წარმოდგენა განმცხადებელზე, ზედმიწევნით და დაწვრილებით უნდა აღწერონ შუამდგომლობაში განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარკვევით დააფიქსირონ მათი პოზიცია.“
|