ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზისა და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.04.2023
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 28.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023996
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2023 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
28.10.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზისა და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №163 2023 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზისა და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზისა და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესი“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან. მუხლი 4🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  2025 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი