ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადიგენის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2023 წლის 28 აპრილი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 22 დეკემბრის №2484-Xრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის წესი
1.
ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2.
ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3.
ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5.
ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6.
დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.
ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9.
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.
ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.