ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2023
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.117.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2023
matsne.gov.ge 213 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 22.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 02.11.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 10.05.2023 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 01.09.2023 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 31.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 2023 წლის 24 აპრილი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. განხორციელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად და №2-ის სახით მოცემული სიტუაციური რუკების შესაბამისად. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება გაეგზავნოს ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.ambrolauri.gov.ge“. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის  რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13). საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:                                                                             დავით ხუციშვილი