,,საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კომისიის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის” დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 26.04.2004
გამომცემი ორგანო საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.152.225.006.474
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 30/04/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კომისიის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის” დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GEO-BalavMtavr;} @font-face {font-family:GEO-Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"GEO-BalavMtavr","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:75.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-31.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:34.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.152.225.006.474
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №1
2004 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში სამსახურის გავლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფისა და მოწესრიგების მიზნით, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, მე-13 მუხლებისა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. შენგელია
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის
წ ე ს ი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი განსაზღვრავს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – ადმინისტრაცია) ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის სამართლებრივ-ორგანიზაციულ საფუძვლებს და განკუთვნილია ადმინისტრაციისათვის.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:
ა) კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის გამოყენებით:
ა.ა.) კვალიფიციური სპეციალისტების შერჩევა;
ა.ბ.) დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების შესაბამისობის შეფასება.
ბ) ატესტაციის მეშვეობით:
ბ.ა.) ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებულ თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან;
ბ.ბ.) მოსამსახურეთა საკადრო გადანაწილება მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) ადმინისტრაციის თავმჯდომარისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსს და უკვე დანიშნულ მოსამსახურეთა ატესტაციას ატარებს კომისია, რომელიც იქმნება და რომლის შემადგენლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის წევრად, მათი თანხმობით, შეიძლება მოწვეულ იქნენ წარმომადგენლები სხვა სახელმწიფო უწყებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, აგრეთვე დამოუკიდებელი სპეციალისტები.
5. კომისიის წევრი მოვალეა თავმჯდომარის განკარგულების გაცნობიდან 3 დღის ვადაში განაცხადოს თანხმობა ან თქვას უარი კომისიის წევრობაზე.
6. ადმინისტრაციის მოსამსახურე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა სამი წელი.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიაში მოწვეულ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
ტესტირება
მუხლი 6🔗. ტესტის მომზადება
1. ტესტირების ჩასატარებელი ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
2. ტესტები დგინდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით დამტკიცებული საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის მიხედვით.
3. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის შეკითხვების მომზადებას დადგენილი წესით.
4. ექსპერტთა მოწვევა ხდება ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.
5. ტესტი შედგება 60 კითხვისაგან. თითოეული კითხვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. კონკურსში ან ატესტაციაში მონაწილე მოსამსახურის (კანდიდატის) ამოცანაა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო პასუხების ფურცელში.
მუხლი 7🔗. ტესტირების ჩატარების წესი
1. ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე.
2. მოსამსახურეთა ტესტირება ტარდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
3. ტესტირების დღეს ყველა მოსამსახურე (კანდიდატი) უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე ტესტირების დაწყებამდე 30 წუთით ადრე. მათ თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე გამოცხადებული ან დაგვიანებული პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა.
5. ტესტირების დაწყების წინ ყოველ მოსამსახურეს (კანდიდატს) გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ტესტი და უტარდება ინსტრუქტაჟი მისი შევსების შესახებ.
6. ტესტებზე პასუხის გასაცემად კონკურსში ან ატესტაციაში მონაწილე მოსამსახურეს (კანდიდატს) ეძლევა სამი საათი. ამ დროის გადაცილების შემდეგ კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კონკურსში ან ატესტაციაში მონაწილე მოსამსახურეს (კანდიდატს) დაეწერება შეფასება 0.
7. ტესტირების განმავლობაში მოსამსახურეს (კანდიდატს) ეკრძალება ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოებისა და სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. პიროვნება, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.
8. ტესტირების პასუხები მოწმდება კომისიის მიერ კომპიუტერის ან სხვა საშუალების გამოყენებით. შესწორების დროს დაცულ უნდა იქნეს მოსამსახურის (კანდიდატის) ანონიმურობა.
9. ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ კონკურსში ან ატესტაციაში მონაწილე მოსამსახურეები (კანდიდატები) მიიღებენ გაფრთხილებას ორჯერ: 30 წუთით და 15 წუთით ადრე.
10. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კონკურსში ან ატესტაციაში მონაწილე მოსამსახურეები (კანდიდატები), კომისიის წევრები და დამკვირვებლები.
11. უცხო პირთა შესვლა ტესტირების დარბაზში არ დაიშვება.
12. ტესტირების ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ტესტირებაზე დამკვირვებლად დაიშვებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
13. დამკვირვებლებმა ტესტირების ჩატარებამდე სამი დღით ადრე უნდა მიმართონ კომისიას და მიიღონ შესასვლელი საშვი დარბაზში, სადაც ტარდება ტესტირება. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კომისიის წევრს უფლება აქვს დამკვირვებელი დაითხოვოს დარბაზიდან.
მუხლი 8🔗. ტესტირების შედეგების შეფასება
1. ტესტის ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.
2. კითხვაზე არასწორი პასუხი ფასდება 0 ქულით.
3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0, ხოლო მაქსიმალური 60.
4. ტესტირების შედეგებს ამტკიცებს კომისია.
5. მოსამსახურეს (კანდიდატს) ტესტირება გავლილად ეთვლება, თუ ის მოაგროვებს შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებული ქულათა შემდეგ მინიმალურ რაოდენობას:
ა) დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის, სამმართველოს, განყოფილების) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე – 40 ქულა;
ბ) დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე – 35 ქულა:
გ) მთავარი სპეციალისტი – 30 ქულა;
დ) სხვა თანამდებობები – 25 ქულა.
თავი IV
კონკურსი
მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება
1. ადმინისტრაციაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ტესტირებისა და შემდგომი გასაუბრების ფორმით.
2. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსი საჯაროდ ცხადდება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით.
3. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ბეჭდვით ორგანოში კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან არა უადრეს 3 კვირისა.
მუხლი 10🔗. კონკურსის სამდივნო
1. კონკურსის სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კონკურსში მონაწილეთა განცხადებების აღრიცხვა, საბუთების მიღება, მათი დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენა და კანდიდატის შესახებ მონაცემებით კომისიის წევრების უზრუნველყოფა.
2. კონკურსის სამდივნო იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით.
3. კონკურსის სამდივნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არსებობას წყვეტს.
მუხლი 11🔗. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება
კონკურსი ცხადდება ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 21-დან 60 (ქალები) ან 65 (კაცები) წლის ასაკამდე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 12🔗. კონკურსში დასაშვებად საბუთების მიღება
1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, საბუთების მიღება იწყება ბეჭდვით ორგანოში კონკურსის გამოცხადებიდან მეორე დღეს და მთავრდება კონკურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
2. საბუთების წარდგენის ბოლო დღის დასრულებისთანავე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადებები აღარ მიიღება.
3. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველს განცხადება შეაქვს კონკურსის სამდივნოში.
4. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე შესარჩევ კონკურსში დაშვების შესახებ. რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს ან გაიტანოს განცხადება;
ბ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის (დიპლომის) ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) შრომის წიგნაკის ასლი;
ვ) ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
5. საბუთების ჩაბარებისას დიპლომისა და შრომის წიგნაკის ასლებთან ერთად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამდივნოში მათი დედანიც, რომლებიც უბრუნდება მას ასლების შემოწმების შემდეგ.
6. კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს კონკურსის სამდივნო.
7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთი არ შეესაბამება დადგენილი წესების მოთხოვნებს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი კონკურსზე არ დაიშვება.
8. კონკურსის სამდივნოს უარი საბუთების მიღებაზე შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში, რომელიც საკითხს განიხილავს საბუთების წარდგენის ვადის გასვლიდან 24 საათის განმავლობაში.
9. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საბუთების მიღების შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ კანდიდატს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი კონკურსში დაშვებაზე.
10. კომისიის გადაწყვეტილება საბუთების მიღებაზე უარის შესახებ შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
11. ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და განხილვის შემდეგ კანდიდატი იღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელზედაც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი და ტესტირების/გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი.
12. კანდიდატი ვალდებულია, დათქმულ დროს გამოცხადდეს მითითებულ მისამართზე და თან იქონიოს პირადობის მოწმობა.
13. კანდიდატის ტესტირება ტარდება ამ წესის მე-6 – მე-8 მუხლების შესაბამისად, რის შემდეგაც ის დადგენილი წესით გადის გასაუბრებას.
მუხლი 13🔗. გასაუბრება
1. გასაუბრების მიზანია კანდიდატის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შემოწმება, მისი პროფესიული დონის და კვალიფიკაციის დადგენა.
2. გასაუბრებაზე პირი დაიშვება მხოლოდ ტესტირებისას მიღებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
3. აუცილებელია გასაუბრებამდე კომისიის წევრების კანდიდატის შესახებ მონაცემებით უზრუნველყოფა.
4. კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, ან გასაუბრებაზე კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს მის დაუსწრებლად.
5. გასაუბრება უნდა ჩატარდეს ტესტირების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
მუხლი 14🔗. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
1. გასაუბრებაზე კომისია აფასებს დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. გასაუბრების შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ანიჭებს თითოეულ კანდიდატს 1-დან 10 ქულას.
3. გასაუბრების შედეგად მიღებული ქულათა საშუალო რაოდენობა ემატება ტესტირების ქულათა რაოდენობას და საბოლოოდ კონკურსში გამარჯვებულად ვლინდება ის კანდიდატი, ვინც დააგროვებს ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად მეტ ჯამურ ქულათა რაოდენობას.
4. თუ კანდიდატებმა თანაბარი ჯამური ქულათა რაოდენობა მიიღეს, უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც გააჩნია ადმინისტრაციაში ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი.
5. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6. კონკურსის თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ კანდიდატს 2 დღის ვადაში ეცნობება კომისიის გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 15🔗. კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა
1. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ ადმინისტრაციის თავმჯდომარეს კომისიის დასკვნა წარედგინება კონკურსის დამთავრებიდან 1 კვირის ვადაში.
2. კომისიის დასკვნის გათვალისწინებით ადმინისტრაციის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
3. კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში ადმინისტრაციის თავმჯდომარეს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) წერილობით განცხადებას;
ბ) ავტობიოგრაფიას;
გ) უმაღლესი განათლების მოწმობას;
დ) პირადობის დამადასტურებელ მოწმობას;
ე) შრომის წიგნაკს;
ვ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ზ) სამედიცინო დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
4. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის ადმინისტრაციაში მიღებაზე უარის საფუძველი.
მუხლი 16🔗. ჩაშლილი კონკურსი
თუ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან თუ ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა, ან თუ კომისიამ არ წამოაყენა თანამდებობაზე დასანიშნი არც ერთი კანდიდატი, კონკურსი ითვლება ჩაშლილად და გამოცხადდება ხელახლა.
თავი V
მოსამსახურის ატესტაცია
მუხლი 17🔗. ატესტაციის ცნება
1. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ატესტაცია არის მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
2. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ატესტაცია ტარდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე ტესტირების ფორმით.
მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) ადმინისტრაციის ყველა მოსამსახურე (ტექნიკური პერსონალის გარდა) 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება ადმინისტრაციის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ადმინისტრაციის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ატესტაციის გრაფიკი მტკიცდება ადმინისტრაციის თავმჯდომარის განკარგულებით.
2. მოსამსახურე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება ატესტაციას მომავალ წელს.
3. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის გრაფიკისა და საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის შესახებ ეცნობება ერთი თვით ადრე.
მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა სიებს და შესაბამის დოკუმენტაციას.
2. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ასახავს პირის პრაქტიკული საქმიანობისა და პროფესიული მომზადების სრულ და ობიექტურ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და მუშაობის ანალიზს.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. სტრუქტურულ ერთეულის ხელმძღვანელზე საატესტაციო დახასიათებას ხელს აწერს ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისი საკურატოროს მიხედვით.
5. ატესტაცია ტარდება ორ ტურად:
ა) პირველ ტურში ტარდება ტესტირება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით ამ წესის მე-6 – მე-8 მუხლების შესაბამისად;
ბ) მეორე ტურში ტარდება გასაუბრება.
6. კომისია გასაუბრებას ატარებს როგორც წესი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.
7. კომისია იხილავს წარმოდგენილ მასალებს, უსმენს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ისმენს მოსამსახურის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აძლევს მას შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
8. კომისია აფასებს მოსამსახურის შესაბამისობას დაკავებულ თანამდებობისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგების შეფასება
1. მოსამსახურის შეფასებას კომისია ახდენს ფარული კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
2. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ერთი წლის შემდეგ ხელახალი ატესტაციის გავლას;
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა. ატესტაციის შედეგები უნდა იქნეს შეტანილი საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და საატესტაციო დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოსამსახურის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ ატესტაციას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოსამსახურეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით. მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ატესტაციის შედეგები დადგენილი წესით სასამართლოში.
5. ატესტაციის შედეგები ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ეცნობება ატესტაციის ჩატარებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
6. ადმინისტრაციის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის შესაბამისად მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის დაწინაურების, დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, ჩამოქვეითების ან დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.