„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.113.016496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023 წლის 3 მაისი

ქ. ოზურგეთი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სხვა დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა;“.

2. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების პროგრამებში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18-მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურება; დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალაქიდან დაშორებული ნებისმიერ სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ერთხელ გადადგილდება ქალაქიდან, რიგ შემთხვევებში კი ბენეფიციარის ოჯახი საკმაო დაშორებით ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა. კერძოდ, ბავშვების, რომლებიც ჩართული არიან ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების პროგრამებში, დაფინანსება განხორციელდეს ჩატარებული ვიზიტების (არაუმეტეს – 8) რაოდენობით. თითო ვიზიტი არაუმეტეს 7 ლარისა. ხოლო, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში, ტრანსპორტირების ხარჯი განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 ლარისა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 70 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 60240 ლარის ოდენობით.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია ბენეფიციარები, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით.“.

4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად ან ყოველთვიურად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება. ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.05.2023.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.05.2023. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.113.016496.
რამდენი მუხლისგან შედგება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 03.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016496 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5795267/