⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.09.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს იუსტიცის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 30.04.2004
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №493
სარეგისტრაციო კოდი 100.100.010.11.106.006.475
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 30/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 636 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2004 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიცის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.100.010.11.106.006.475 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №493 2004 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო. 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს თანდართული დებულება. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 იანვრის №30 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №11, მუხ. 83). 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗 საბჭოს მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე იუსტიციის მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა. თავი II საბჭოს კომპეტენცია მუხლი 3🔗 საბჭოს კომპეტენციას შეადგენს: ა) საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამინისტროში მომზადებული ან სამართლებრივ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კანონპროექტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების და საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პრობლემატური საკითხების განხილვა; გ) საააღსრულებო დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; დ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ე) ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ვ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ზ) სამოქალაქო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; თ) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ი) სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ლ) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა. თავი III საბჭოს შემადგენლობა მუხლი 4🔗 საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 5🔗 საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები. მუხლი 6🔗 საბჭო შედგება არა უმეტეს 50 წევრისაგან. მუხლი 7🔗 საბჭოს უფლება აქვს მიმართოს მინისტრს დასაბუთებული რეკომენდაციით მისი წევრის საბჭოდან გაყვანის ან საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანის შესახებ. გადაწყვეტილებას ასეთი რეკომენდაციის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ იღებს მინისტრი. მუხლი 8🔗 საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადებით; ბ) ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო საბჭოს მუშაობაში ხანგრძლივად (3 თვე) მონაწილეობის მიუღებლობისას; გ) მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელსაც იგი იღებს თავისი ინიციატივით ან საბჭოს წარდგინებით (საბჭოს წევრის მიერ დებულების დარღვევის შემთხვევაში). მუხლი 9🔗 მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან ახალი წევრის დანიშვნის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარ აცნობებს საბჭოს. მუხლი 10🔗 საბჭო თავისი შემადგენლობიდან 1 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. თავი IV საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი მუხლი 11🔗 საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, გარდა ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს სხდომის მიერ არჩეული სხდომის წამყვანი. მუხლი 12🔗 საბჭოს სხდომა მოიწვევა 2 თვეში ერთხელ მაინც. სხდომის ზუსტ თარიღს საბჭოს თავმჯდომარე ათანხმებს საბჭოს წევრებთან. ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის შესახებ წინასწარ მიეწოდება საბჭოს წევრებს. მუხლი 13🔗 მინისტრი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს საბჭოს სხდომა. ამ შემთხვევაში სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 14🔗 საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლიათ: ა) მინისტრს; ბ) საბჭოს თავმჯდომარეს; გ) საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს (წერილობითი მოთხოვნით). მუხლი 15🔗 საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. მუხლი 16🔗 საბჭოს სახელით გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 10 ხმისა. ყველა სხვა შემთხვევაში აკრძალულია საბჭოს სახელით პოზიციის დაფიქსირება. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პირადი პოზიცია საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით და საჯაროდ. მუხლი 17🔗 საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება მინისტრს, ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. თავი V დასკვნითი დებულება მუხლი 18🔗 საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს, საბჭოს რეკომენდაციით ან საკუთარი ინიციატივით, წყვეტს მინისტრი.