ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.05.2023
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი | ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2023 წლის 2 მაისი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 21-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’ შესაბამისად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებისა და შესაბამისი დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოთ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მითითების ფორმა, №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების აქტის ფორმა, №2 დანართის შესაბამისად;
გ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების აქტის ფორმა, №3 დანართის შესაბამისად;
დ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული უწყების ფორმა, №4 დანართის შესაბამისად;
ე) დათვალიერების ოქმის ფორმა №5 დანართის შესაბამისად;
ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი
დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
მ ი თ ი თ ე ბ ა №000000
შედგენის თარიღი: _____________________
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის შესახებ დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
2.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
3.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება, მისამართი)
4.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება, მისამართი)
5. მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტისათვის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ________ მუხლის ________ ნაწილის ____________ ქვეპუნქტით.
7. მითითებით განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებების შესრულების ვადა: ________ _____________ დღე.
8. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება _________________ ლარით.
9. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.
10. მითითება პირადად ბარდება ადრესატს ან/და განთავსდება მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
11. მითითება შედგენილია ორ ეგზემპლარად, ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
12. მითითება ჩაიბარა: ________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
13. მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_________________________________________________________________________________
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14. _________________________
(განთავსების თარიღი)
დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
შემოწმების აქტი №
(სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ)
შედგენის თარიღი _______________________
1. საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
ა) 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;
ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
ზ) 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. დამრღვევის დასახელება და მისამართი: ______________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
3. ობიექტის დასახელება და მისამართი: ________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
4. შემოწმებით დადგინდა: ____________________________________________________________
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. შემოწმების აქტის შემდგენელი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. შემოწმების აქტი ჩაიბარა: __________________________________________________________
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
7. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_________________________________________________________________________________
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).
8. _________________________
(განთავსების თარიღი)
დანართი №3
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
შემოწმების აქტი №
შედგენის თარიღი _______________________
1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
2. შემოწმების აქტი დგება ________ წლის ______________________ გაცემული № ______ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
3. დამრღვევის დასახელება და მისამართი: ______________________________________________
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ობიექტის დასახელება და მისამართი: ________________________________________________ __________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
5. შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ____________________________________________ ___________________________________________________________________________________
6. შემოწმებით დადგინდა: ____________________________________________________________
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
თუ მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ, არ არსებობს 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” 125-ე მუხლის მე-5 ნაწილი);
7. შემოწმების აქტის შემდგენელი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
______________________________________________________________________________
8. შემოწმების აქტი ჩაიბარა: __________________________________________________________
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
9. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_________________________________________________________________________________
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილი).
10. _________________________
(განთავსების თარიღი)
დანართი №4
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
უ წ ყ ე ბ ა №000000
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად დაბარებული ხართ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში – სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით.
2.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება და მისამართი)
3.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება და მისამართი)
4.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(საქმის განხილვის თარიღი, დრო, საქმის განხილვის ადგილი)
5.___________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(საქმის განმხილველი თანამდებობის პირი)
6. პირი რომელსაც ჩაჰბარდა უწყება: ____________________________________________________
7. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
8. უწყების ჩაბარების თარიღი: _________________________________________________________
დანართი №5
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
დათვალიერების ოქმი №__________
____________________________________ ___________________________________
შედგენის თარიღი შედგენის ადგილი
1. შემდგენი პირები: -----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. დათვალიერების საფუძველი:
ა) შემოსული წერილი № და თარიღი: __________________________________________________
ბ) ცხელი ხაზი № და თარიღი: _________________________________________________________
გ) აშკარა დარღვევა ___________________________________________________________________
3. დასათვალიერებელი ობიექტის:
ა) მესაკუთრე ________________________________________________________________________
ბ) მშენებელი ________________________________________________________________________
გ) დამკვეთი _________________________________________________________________________
დ) სხვა _____________________________________________________________________________
4. დასათვალიერებელი ობიექტის ზუსტი აღწერა და პარამეტრები: _______________________
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდარღვევა სამშენებლო საქმიანობაში:
ა) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;
ბ) უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი;
გ) ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება;
დ) უსაფრთხოების ღობის ან/და დამცავი ბადის დარღვევით განთავსება ან განუთავსებლობა;
ე) ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად;
ვ) მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობა;
ზ) მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა;
თ) იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ი) მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება.
6. ახსნა-განმარტება: __________________________________________________________________
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დაინტერესებული პირის ხელმოწერა: ________________________________________________
8. შემდგენლის ხელმოწერა: ___________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
9. ფოტოდანართი (რაოდენობა): _______________________________________________________
დანართი №6
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელ.: 599 157 471
საქმე № _______
სააღსრულებო ფურცელი
_____________________________________________________________________________________
(სააღსრულებლო ფურცლის გამცემი)
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
_____________________________________________________________________________________
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მიმღები, მიღების თარიღი და ნომერი: __________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: _______________________________________________________
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: _____________________________________________________________
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: _____________________________________________
უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის ხელმოწერა: ------------------------
ბ.ა