„ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2023 წლის 2 მაისი

დაბა ადიგენი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019  010250050.35.137.016475) კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.“;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ჩამოწერის აქტის ფორმა.“;

გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 „მუხლი 4

დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ჩამოწერის აქტის ფორმა “;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების    აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის  დამტკიცების  თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.

3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) დამზადება და მომარაგება

1. წინამდებარე წესით განსაზღვრული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მეორე კატეგორიის – „დაცული“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (საჯარიმო ქვითრის) მომარაგებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შეკვეთას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმის ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. .ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმზე მიეთითება სერია „აო“, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ოქმის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით.

4. წინამდებარე წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმი (საჯარიმო ქვითარი) მზადდება 3 ეგზემპლარად.

5. პოლიგრაფიული საწარმოდან .ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.

მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გაცემა და დაბრუნება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმების (საჯარიმო ქვითრის) მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (საჯარიმო ქვითრის) აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება №4 შესაბამისად.

3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება, წაშლა ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის შესწორება. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმების (საჯარიმო ქვითრის), ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმების (საჯარიმო ქვითრის) გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს. ოქმის გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (საჯარიმო ქვითრის) შევსება და წარმოება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში (საჯარიმო ქვითარში) ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის (საჯარიმო ქვითრის) დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი (საჯარიმო ქვითარი), ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების (საჯარიმო ქვითრის) შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.

2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (საჯარიმო ქვითარი) დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში.

4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

5. ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

მუხლი 5. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოება

1. მითითება წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

2. მითითება არის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.

3. დამრღვევი ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე არადროული შესრულებისათვის ან/და ნაწილობრივ შესრულებისათვის.

4. მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:

ა) ერთი ბარდება სამშენებლო სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;

ბ) მეორე რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.

5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი.

6. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადენილებას სამართალდარღვევის დაჯარიმების შესახებ.

7. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, თუ:

ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;

გ) არ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი;

 დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

8. შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:

ა) ერთი ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;

ბ) მეორე რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.

9. სააღსრულებლო ფურცელი იგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მუხლი  6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ფორმების ჩამოწერა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები (საჯარიმო ქვითარი) ბარდება მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.

3. მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (საჯარიმო ქვითრის) აღრიცხვის ჟურნალში.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) წარმოების წესების დარღვევისათვის

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.