„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ინოვაციების შესახებ 22.06.2016
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული მოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მოწმობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია:
ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (ვერ აკმაყოფილებენ).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 მაისი 2023 წ. N2884-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2884-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 440000000.05.001.020869.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2884-XIმს-Xმპ, 16.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 440000000.05.001.020869 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5797911/