სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 3 23 00001085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

 ბრძანება №REG 3 23 00001085

2023 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „კარდიოექსპრესზე“ (ს/კ 211333109; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა №16) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.

2. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები, დადგენილი წესით, შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „კარდიოექსპრესის“ (ს/კ 211333109) დირექტორის, გიორგი კაჭარავას განცხადებები: №217153, 28.02.2023წ. და №306173, 22.03.2023წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №4, 25.04.2023წ. მოხსენებითი ბარათი № REG 8 23 00435485, 26.04.2023წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლნ-1016-23, 24.04.2023წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                     კახაბერ შალიკაძე