დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.152.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №20

2023 წლის 28 აპრილი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის დმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში: დოლასქედში, ბუჩაანთკარში, ჯუღისში, ვაშლობში, მუგუდაში, ჭართალში, მენესოში, სონდაში, ზენუბანში, ჩიტაურებში, საქერეში, ჭალისოფელში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა,სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს თავმჯდომარე  კახაბერ ჩიტაური