დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №22
2023 წლის 28 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: მჭადიჯვარში, ოძისში, ჭაშში, ბაქაქურებში, ზემო კოდისწყაროში, ქვემო კოდისწყაროში, ახალ კადოეთში, ლამოვანში, ციხევდავში, მილისწყაროში, ჭილურტში, ებნისში, წიწამურაში, ზემო შუახევში, ქვემო შუახევში, ქვიტკირის წყაროში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური