დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №23
2023 წლის 28 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურში, სოფლებში: ცხვედიეთში, ბანცურში, სოდევეში, მეჯილაურნში, წინა მხარში, უკანა მხარში, ვეშაგურნში, დავითურნში, ჩირიკში, წინკობანში, ხევშაში, ჭიკაანში, წიფორში, ჩადის ციხეში, ზემო ამირნში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა,სამხედროს ქუჩა №17 ).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური