,,საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცეის თაობაზე”
მიღების თარიღი 07.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 220.010.010.10.008.006.487
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 14/05/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცეის თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 63.0pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.010.10.008.006.487
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №90
2004 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის” შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.
2. საქართველოში მოქმედი ყველა საკრედიტო კავშირი ვალდებულია:
ა) საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ დებულების შესაბამისად ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად, გააფორმოს, მასთან სათანადო ხელშეკრულება და ამის შესახებ საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრამდე აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ბ) აუდიტორული შემოწმების დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში აუდიტორული შემოწმების სრული ანგარიში საკრედიტო კავშირის წლიურ საფინანსო ანგარიშგებასთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველომ უზრუნველყოს საკრედიტო კავშირების მიერ აღნიშნული დებულების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად და ადგენს საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესს.
2. ყველა საკრედიტო კავშირი ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად.
3. აუდიტორული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით, საერთო კრების ან წევრთა 10 პროცენტის მოთხოვნით.
4. გარე აუდიტის ჩატარებას საკრედიტო კავშირში, მისი საფინანსო დოკუმენტებისა და ანგარიშგების ობიექტური შემოწმებით, უზრუნველყოფს აუდიტორი.
5. აუდიტორული ანგარიში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოსათვის, გამგეობისა და კავშირის წევრებისათვის, ისე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, როგორც ზედამხედველისათვის. შესაბამისად, საკრედიტო კავშირში აუდიტის თავისდროულად ჩატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, – აუდიტი უნდა ჩატარდეს საანგარიშგებო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვეში და მისი შედეგების შესახებ ანგარიში განსახილველად უნდა წარედგინოს კავშირის წევრთა საერთო კრებას.
6. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის უფლებამოსილების მქონე პირთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება, რომელშიც აუდიტორული დასკვნის შედგენასთან ერთად, როგორც წესი, გათვალისწინებული იქნება სრული ანგარიშის შედგენა აუდიტის შედეგებზე, აღნიშნული საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრამდე შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გარეაუდიტორული შემოწმების დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში აუდიტორული შემოწმების სრული ანგარიში საკრედიტო კავშირის წლიურ საფინანსო ანგარიშგებასთან ერთად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს.
7. აუდიტორის შრომა ანაზღაურდება საკრედიტო კავშირის ხარჯზე, საკრედიტო კავშირსა და აუდიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, საკრედიტო კავშირის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველწლიური გარეაუდიტორული შემოწმების ხარჯი. ამავე ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს აუდიტის მიზანი და პირობები, გასაწევი მომსახურების მოცულობა, ანაზღაურების წესი და მხარეების პასუხისმგებლობა, აგრეთვე აუდიტთან დაკავშირებული ყოველგვარი ჩანაწერის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.
8. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საფინანსო ანგარიშგების სწორად შედგენისა და მათი მომხმარებლისათვის წარდგენისათვის, ასევე მისი აქტივების უსაფრთხო დაცვისათვის, ხოლო აუდიტორი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების შესახებ დასკვნის შედგენისა და წარდგენისათვის. საფინანსო ანგარიშგების აუდიტი კავშირის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
9. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან აუდიტორს შეუქმნან სამუშაო პირობები და მისი მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია საკრედიტო კავშირის ოპერაციებისა და გარიგებების თაობაზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო ანგარიში – არის საკრედიტო კავშირის საფინანსო მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი, რომელიც მოიცავს ბუღალტრულ ბალანსს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას, ანგარიშგებას ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შენიშვნებს და ახსნა-განმარტებით მასალას, რომელიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს;
ბ) აქტივები – არის საკრედიტო კავშირის განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსული სამეურნეო საქმიანობის შედეგია და რის საფუძველზეც კავშირი მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
გ) საფინანსო საქმიანობა – არის ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგადაც რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საკრედიტო კავშირის კაპიტალი;
დ) ხელმძღვანელი პირი – არის სამეთვალყურეო საბჭოს, გამგეობისა და საკრედიტო კომიტეტის წევრი, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისათვის პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 3🔗. საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს უფლება-მოვალეობა აუდიტორის შერჩევისა და აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებით
1. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია:
ა) საკრედიტო კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ აუდიტორთა, ან იმ აუდიტორთაგან, რომელთაც მიღებული აქვთ აუდიტორული საქმინობის საბჭოს ლიცენზია, ყოველწლიურად ყურადღებით შეარჩიოს კარგი რეპუტაციის მქონე კომპეტენტური აუდიტორული ფირმა (აუდიტორი), რომელიც სამართლებრივი და ორგანიზაციული ურთიერთობების თვალსაზრისით დამოუკიდებელია და არ არის დაკავშირებული საკრედიტო კავშირთან ან მის ადმინისტრატორებთან, და წარუდგინოს საერთო კრებას დასამტკიცებლად. აუდიტორის დამოუკიდებლობის საკითხებს არეგულირებს „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი და საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს „აუდიტის ეთიკის კოდექსი”;
ბ) გააცნოს აუდიტორს დებულება საკრედიტო კავშირში გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.
2. სამეთვალყურეო საბჭომ საანგარიშგებო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 90 დღისა აუდიტორისაგან, რომელიც უნდა პასუხობდეს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, უნდა მიიღოს საკრედიტო კავშირის აუდიტის ანგარიში, განიხილოს და წარუდგინოს იგი საერთო კრებას, წლიური ანგარიშის შესახებ დასკვნასთან ერთად, განსახილველად და სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.
3. აუდიტის დასკვნამ დახმარება უნდა გაუწიოს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს კავშირის საქმიანობაში არსებული რისკის დონის დადგენაში, პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში, ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში.
4. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია საგანგებო სხდომაზე გაათავისუფლოს ან შეცვალოს მის მიერ დანიშნული ნებისმიერი აუდიტორი, თუ მან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუდიტორს ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, დაკავშირებულია საკრედიტო კავშირის პასუხისმგებელ პირებთან, საქმიანობის პროცესში მან გამოავლინა არაკომპეტენტურობა ან თაღლითობა და სხვ.
მუხლი 4🔗. აუდიტორის უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა აუდიტის ჩატარებისას
1. აუდიტორს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკრედიტო კავშირის ოპერაციებისა და გარიგებების თაობაზე;
ბ) წვდომა ჰქონდეს ბუღალტრულ წიგნებთან, ანგარიშებთან, ქვითრებთან და მიიღოს საკრედიტო კავშირის ან მესამე პირების ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლებიც შეეხება გარიგების საგანს, საკრედიტო კავშირის მიერ დამოწმებული მოთხოვნის შესაბამისად;
გ) მიიღოს აუდიტის საგანთან დაკავშირებით საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობისა და მუშაკებისაგან ნებისმიერი საჭირო განმარტება ზეპირი ან წერილობითი ფორმით;
დ) დამოუკიდებლად განსაზღვროს აუდიტის პროცედურები მოქმედი კანონმდებლობის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, საკრედიტო კავშირთან გარიგების პირობების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე;
ე) მოიპოვოს საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები, რათა შეძლოს დასაბუთებული დასკვნების გამოტანა, რომლებიც საფუძვლად დაედება აუდიტორულ დასკვნას;
ვ) უარი განაცხადოს დასკვნის გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის მოსალოდნელი გავლენა საკრედიტო კავშირის ფინანსურ ანგარიშგებაზე იმდენად არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორს არ შესწევს უნარი მოიპოვოს საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები და ამის გამო არ შეუძლია რაიმე აზრის გამოხატვა ფინანსური ანგარიშგების შესახებ და დასკვნის გაცემა.
2. აუდიტორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საკრედიტო კავშირში გარე აუდიტის ჩატარება მისი საფინანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების სიზუსტის ობიექტური შემოწმებით;
ბ) აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები და პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის ნორმები;
გ) უზრუნველყოს საკრედიტო კავშირის სალაროს ნაშთის, ფასიანი ქაღალდების, წევრთა ანგარიშების და ვადაგადაცილებული კრედიტების, ასევე ხელმძღვანელი პირებისათვის გაცემული ყველა სესხისა და ოპერაციის შემოწმება, რომლებზეც დამოკიდებულია საკრედიტო კავშირის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც, აუდიტორის აზრით, არადამაკმაყოფილებელია და მოითხოვს გამოსწორებას;
დ) აუდიტის დამთავრებისთანავე შემოწმების შედეგების მიხედვით მოამზადოს წერილობითი ანგარიში რეკომენდაციების გათვალისწინებით და წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობას;
ე) უზრუნველყოს საბჭოს ინფორმირება ნებისმიერი გარიგების თაობაზე, რომელიც გაცდა საკრედიტო კავშირის რწმუნების ჩარჩოებს, აგრეთვე ნებისმიერი სარისკო საფინანსო ოპერაციის, გარიგებისა თუ პოლიტიკის შესახებ, რომელმაც აუდიტორის შეხედულებით, შეიძლება საკრედიტო კავშირს ზარალი მოუტანოს;
ვ) საკრედიტო კავშირის ფინანსური მონაცემები ხელმისაწვდომი გახადოს მესამე მხარისათვის მხოლოდ აუდიტირებული კავშირის წერილობითი თანხმობის ან შესაბამისი სასამართლო მოთხოვნის არსებობისას.
3. გარე აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
ა) აუდიტორულ დასკვნას;
ბ) წლიური ბალანსისა და მოგების (ზარალის) შეფასებას;
გ) კაპიტალის სტრუქტურისა და მისი ადეკვატურობის შეფასებას;
დ) აქტივების ხარისხის ანალიზს სესხებისა და სხვა აქტივების რეკლასიფიკაციის გათვალისწინებით, აქტივების შეფასებას და აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ადეკვატურობას, ასევე აქტივების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციებს, კრედიტების რევიზიას;
ე) საკრედიტო კავშირის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზს საპროცენტო და არასაპროცენტო კატეგორიების გათვალისწინებით;
ვ) საკრედიტო კავშირის მიერ აქტივ-პასივების მართვის გათვალისწინებით ლიკვიდობის პოზიციის შეფასებას;
ზ) საკრედიტო კავშირის მართვის სტრუქტურის, პოლიტიკის და პროცედურების შეფასებას და მათი გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციას.
მუხლი 5🔗. აუდიტორი პასუხისმგებელია:
ა) საკრედიტო კავშირის საფინანსო ანგარიშგების უტყუარობის შეფასებისათვის, – თუ რამდენად სამართლიანად ასახავს იგი საანგარიშგებო წლის საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრების მოძრაობას და ფინანსურ მდგომარეობას;
ბ) საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობისთვის, მისდამი რწმუნებული კავშირის ბუღალტრული აღრიცხვის და შიდა კონტროლის სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში არსებული იმ არსებითი ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობისათვის, რომლებიც მისთვის აუდიტის პროცესში გახდა ცნობილი.