მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2023
ძალაში შესვლა 01.01.2030
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №174
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2023
matsne.gov.ge 439 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.2023 მიღება
01.01.2030 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 10.11.2015 ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ 1 82% 13.03.2020 ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 18.01.2016 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 16.10.2015 ტექნიკური რეგლამენტის – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 29.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №174 2023 წლის 8 მაისი ქ. თბილისი მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს სასაკლაოში სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ რძემჟავას გამოყენების წესს მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად. 2. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო. მუხლი 2🔗. სასაკლაოში რძემჟავას გამოყენების პირობები მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის  მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად 1. რძემჟავას ხსნარი უნდა მომზადდეს მხოლოდ იმ რძემჟავასგან, რომელიც შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის – საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 აგვისტოს №379 დადგენილებით განსაზღვრულ სპეციფიკაციებს.   2. რძემჟავას ხსნარი:    ა) გამოიყენება მხოლოდ სასაკლაოში მყოფი მსხვილფეხა საქონლის (მათ შორის, Bubalus-ისა და Bison-ის სახეობები) მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე; ბ) გამოიყენება მხოლოდ შესხურებით ან დანისვლით, სასმელ წყალში 2%-დან 5%-მდე რძემჟავას ხსნარის გამოყენებით არაუმეტეს 55°C ტემპერატურაზე; გ) გამოყენებული უნდა იყოს კონტროლირებად და შემოწმებად პირობებში, რომელიც ინტეგრირებულია საფრთხის ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (HACCP) დაფუძნებულ მართვის სისტემაში, მათ შორის, სულ მცირე, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების ჩათვლით. 3. რძემჟავა ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხილული ფეკალური დაბინძურების მქონე ტანხორცზე. 4. რძემჟავას ხსნარის გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს ხორცის შეუქცევადი ფიზიკური მოდიფიკაცია. მუხლი 3🔗. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) მინიმალური კრიტერიუმები და კონტროლის პარამეტრები 1. ტანხორციდან სინჯის აღება, მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილების მნიშვნელობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე რძემჟავას ხსნარის გამოყენებამდე. 2. რძემჟავას კონცენტრაცია დამუშავებისას, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, უნდა იყოს ვერიფიცირებული (დადასტურებული) პერიოდული მონიტორინგით, დოკუმენტირებული და უნდა იწარმოებოდეს ჩანაწერები. 3. დამუშავებისას რძემჟავას ხსნარის ტემპერატურაზე, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, მუდმივად უნდა წარმოებდეს მონიტორინგი ინსტრუმენტული გაზომვებით, უნდა იყოს დოკუმენტირებული და  იწარმოებოდეს ჩანაწერები. მუხლი 4🔗. ინფორმაცია დამუშავების შესახებ ბიზნესოპერატორმა, რომელიც სასაკლაოში იყენებს რძემჟავას ხსნარს მთლიანი, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობული დაბინძურების შესამცირებლად, უნდა აცნობოს ასეთი გამოყენების შესახებ იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც იღებს დამუშავებულ მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცს. ეს ინფორმაცია უნდა იყოს დოკუმენტირებული.