მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №174 |
|
2023 წლის 8 მაისი ქ. თბილისი |
|
1. „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს სასაკლაოში სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ რძემჟავას გამოყენების წესს მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად.
2. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო.
1. რძემჟავას ხსნარი უნდა მომზადდეს მხოლოდ იმ რძემჟავასგან, რომელიც შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის – საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 აგვისტოს №379 დადგენილებით განსაზღვრულ სპეციფიკაციებს.
2. რძემჟავას ხსნარი:
ა) გამოიყენება მხოლოდ სასაკლაოში მყოფი მსხვილფეხა საქონლის (მათ შორის, Bubalus-ისა და Bison-ის სახეობები) მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე;
ბ) გამოიყენება მხოლოდ შესხურებით ან დანისვლით, სასმელ წყალში 2%-დან 5%-მდე რძემჟავას ხსნარის გამოყენებით არაუმეტეს 55°C ტემპერატურაზე;
გ) გამოყენებული უნდა იყოს კონტროლირებად და შემოწმებად პირობებში, რომელიც ინტეგრირებულია საფრთხის ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (HACCP) დაფუძნებულ მართვის სისტემაში, მათ შორის, სულ მცირე, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების ჩათვლით.
3. რძემჟავა ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხილული ფეკალური დაბინძურების მქონე ტანხორცზე.
4. რძემჟავას ხსნარის გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს ხორცის შეუქცევადი ფიზიკური მოდიფიკაცია.
1. ტანხორციდან სინჯის აღება, მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილების მნიშვნელობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცზე რძემჟავას ხსნარის გამოყენებამდე.
2. რძემჟავას კონცენტრაცია დამუშავებისას, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, უნდა იყოს ვერიფიცირებული (დადასტურებული) პერიოდული მონიტორინგით, დოკუმენტირებული და უნდა იწარმოებოდეს ჩანაწერები.
3. დამუშავებისას რძემჟავას ხსნარის ტემპერატურაზე, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმის ნაწილი, მუდმივად უნდა წარმოებდეს მონიტორინგი ინსტრუმენტული გაზომვებით, უნდა იყოს დოკუმენტირებული და იწარმოებოდეს ჩანაწერები.
ბიზნესოპერატორმა, რომელიც სასაკლაოში იყენებს რძემჟავას ხსნარს მთლიანი, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობული დაბინძურების შესამცირებლად, უნდა აცნობოს ასეთი გამოყენების შესახებ იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც იღებს დამუშავებულ მთლიან, ნახევარ ან მეოთხედ ტანხორცს. ეს ინფორმაცია უნდა იყოს დოკუმენტირებული.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.024007.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მსხვილფეხა საქონლის ტანხორცის, ნახევარი ან მეოთხედი ტანხორცის ზედაპირის მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესამცირებლად რძემჟავას გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №174, 08.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024007 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5800144/