,,იძულებითი გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 14.05.2004
ძალის დაკარგვა 02.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.492
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 21/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,იძულებითი გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 56.75pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.006.492
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №34
2004 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართვლოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
I. საქართვლოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებით (სსმ №100, 2002წ., მუხ. 876) დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5–მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება ეძლევა აფხაზეთის ა/რ სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
6. დევნილის მოწმობები იბეჭდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ქართულ ენაზე და გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე.
7. მოწმობის პირველ გვერდზე დაისმება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ხელმოწერა.
8. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობებსა და დევნილთა სიებს გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური სამმართველოს ან გამგეობის (მერიის) პასუხისმგებელ პირებს.
9. მოწმობის გაცემისას გამგეობაში (მერიაში) შექმნილი კომისია ხელმძღანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული სიით.
10. დევნილი, კომისიის მიერ განსაზღვრულ დღეებში, მოწმობის მისაღებად ცხადდება იმ რაიონის (ქალაქის) კომისიაში, სადაც რეგისტრირებულია დროებით საცხოვრებლად. დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლებულ ობიექტებში კომისია ადგილზე აწარმოებს მოწმობების გამოცვლას მის მიერ საამისოდ განსაზღვრულ დღეებში. დევნილი, რომელიც ვერ გამოცვლის მოწმობას აღნიშნულ პერიოდში, ცხადდება კომისიის მუდმივ სამუშაო ადგილზე.
11. დევნილი (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – მისი მშობელი) ახალი მოწმობის მისაღებად მიმართავს რაიონულ გამგეობაში (მერიაში) შექმნილ კომისიას და წარუდგენს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (დედანი);
ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კანონით დადგენილ დაბადების მოწმობას, რომელიც დამოწმებული იქნება აფხაზეთის ა/რ გამგეობებთან არსებული პიროვნების დამდგენი კომისიების მიერ (დედანი);
გ) ბოლო რეგისტრაციისას მიღებულ დევნილის მოწმობას.
12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა) ვერ შეძლო პირადად გამოცხადება მოწმობების გამცემ კომისიაში, კომისია ვალდებულია საცხოვრებელ ადგილზე მისვლით გაარკვიოს საქმის ვითარება და მიიღოს გადაწყვეტილება დევნილის მოწმობის გაცემის შესახებ. დევნილი უფლებამოსილია განახორციელოს ურთიერთობა კომისიასთან კანონით დადგენილი წესით.
13. დევნილის მოწმობის ბოლო გვერდზე ხელს აწერს დევნილი, კომისიის პასუხისმგებელი პირი და ისმება გამგეობის ბეჭედი.
14. დევნილი თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების მოწმობების მიღებას და სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ოჯახის თითოეულ წევრზე გაცემულ მოწმობაზე ცალ-ცალკე.
15. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის რომელიმე საპასპორტო მონაცემი არ ემთხვევა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპიუტერული ცენტრის ანკეტურ მონაცემებს, კომისიის თავმჯდომარე პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე აკეთებს სათანადო ცვლილებებს სიაში, დევნილის მოწმობაში და ადასტურებს გამგეობის ბეჭდით. კომისია პასუხისმგებელია თითოეულ გაცემულ მოწმობაზე.
16. კომისიამ მოწმობების გამოცვლის კამპანიის დასრულებისას მოწმობის გასაცემ სიაში უნდა გადახაზოს იმ დევნილთა მონაცემები, რომლებმაც დადგენილ ვადაში არ აიღეს ახალი ნიმუშის დევნილის მოწმობა.”
2. წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 – 22-ე პუნქტები:
„17. კომისია ვალდებულია შეადგინოს იმ დევნილთა სია, რომლებმაც გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გამოცვალა მოწმობა. სიის თითოეული ფურცელი დამოწმებული უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით, გამგეობის ბეჭდით და წარმოდგენილ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოწმობების გამოცვლის დამთავრების შემდეგ 5 დღის ვადაში.
18. დევნილის მოწმობების გამოცვლის კამპანიის დასრულებისას დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და ესმება გამგეობის ბეჭედი. აქტი დევნილის მოწმობების გასაცემ სიასთან ერთად (სიის თითოეული გვერდი დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით და გამგეობის ბეჭდით) წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დევნილთა მოწმობების გამოცვლის ღონისძიების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.
19. დევნილი, რომელიც წინასწარ გამოცხადებული გრაფიკის დაცვით გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას, კუთვნილ ფულად შემწეობას მიიღებს მოქმედი წესის თანახმად, მოწმობის აღების შემდეგ.
20. დევნილთა მოწმობების გამოცვლის დამთავრების შემდეგ, დევნილთა რაიონული (საქალაქო) კომისია გაუცემელ დევნილთა მოწმობებს შესაბამისი აქტით გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს, სადაც ისინი არ არსებობენ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
21. დევნილთათვის, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებში სამინისტროს დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, ხოლო სადაც ისინი არ არსებობენ _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოველი თვის დასაწყისში, პირველიდან ხუთ რიცხვამდე. ამ კატეგორიის დევნილი ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს დამატებითი რეგისტრაციის გავლისა და ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ.
22. დევნილთა გაცემული მოწმობების დამატებითი სია შესაბამისი აქტით, წარედგინება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოწმობების გამოცვლიდან 5 დღის ვადაში.”
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა