|
სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა
გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი .....................................
ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა .... ......დან .....მდე............
გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული
საანგარიშო პერიოდი: თვე ..... ან კვარტალი ......
ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი .........
|
სასარგებლო წიაღისე
ულის დასახელება
|
ზომის ერთეული
(გ. კგ.ტ.)
|
საანგარიშო პერიოდში მოსაპოვებ ელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა)
|
საანგარიშო პერიოდში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა
(რაოდენობა)
|
მოცულობა (რაოდენობა) რომელიც არ ექვემდებარება რეგულირების საფასურის გადახდას
|
რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდება
რებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა)
|
მადანში მანგანუმის პროცენტული შემცველობა, % (საჭიროების
შემთხვევაში)
|
რეგულირების საფასურის დადგენილი განაკვეთის ოდენობა
|
გადასახ
დელი რეგული
რების საფასურის თანხა
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):------------------------------------------------
დანართი №3
1. სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია
1. საანგარიშო პერიოდი:
ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“– მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება;
ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ – III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება თოთოეულზე ცალ-ცალკე.
3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი სიტყვის არჩევით.
4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა.
5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (გრამი, კილოგრამი, ტონა).
6. მე-3 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას).
შენიშვნა: მოსაპოვებელი – ჩაიწერება სასარგებლო წიაღისეულის ის მოცულობა, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით არის გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად.
7. მე-4 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას).
შენიშვნა: მოპოვებული – თუ კვარტალურად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას (თანაბარ ნაწილებად), რეგულირების საფასურის ოდენობა აისახება კვარტალში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასური შესაბამის სვეტში აისახება ყოველთვიურად ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
8. მე-5 სვეტში აისახება სასარგებლო წიაღისეულის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც არ ექვემდებარება რეგულირების საფასურის გადახდას.
9. მე-6 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.4-სვტ.5).
10. მე-7 სვეტში ჩაიწერება მადანში მანგანუმის პროცენტული შემცველობა. აღნიშნული სვეტი ივსება მხოლოდ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ.
11. მე-8 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
12. მე-9 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა:
ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 3 X სვეტი 8;
ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 4 X სვეტი 8;
გ) თუ გადამხდელი წლიური დაანგარიშების შედეგად რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული/ მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით, სვეტი 6 X სვეტი 8;
დ) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით, სვეტი 3 X სვეტი 7 X სვეტი 8;
ე) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით, სვეტი 4 X სვეტი 7 X სვეტი 8.
13. თუ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ერთი ლიცენზიის ფარგლებში მოიპოვებს რამდენიმე სასარგებლო წიაღისეულს, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს, ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-9 სვეტში.
2. წყლის რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია
1. საანგარიშო პერიოდი:
ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“– მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება;
ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება ცალ-ცალკე.
3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი არჩევით.
4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა.
5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (მ3).
6. მე-3 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის რესურსის მოცულობა (რაოდენობა).
7. მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა (რაოდენობა);
8. მე-5 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
9. მე-6 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა:
ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში ჩამოსხული წყლის რესურსის მოცულობის მიხედვით, სვეტი 3 X სვეტი 5;
ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობის მიხედვით, სვეტი 4 X სვეტი 5.
10. წყლის ლიცენზიის მფლობელის მიერ წყლის შესაბამისი (მტკნარი/მინერალური) რესურსის როგორც ჩამოსხმის, ასევე პროდუქციის ძირითადი ნედლეულის სახით გამოყენების შემთხვევაში, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-6 სვეტში.
|