„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის #18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2023 წლის 11 მაისი დაბა თიანეთი |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით (თანხა ათას ლარებში)
|
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 15 614,7 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
|
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 6149,9 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
|
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 10 181,1 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
|
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 9 128,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 9 138,2 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 10,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 5433,6 ათასი ლარის, ხოლო მთლიანი სალდო -3 694,6 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
|
ა ) პირველი პუნქტის 1, 1.1, 1.1.1, 1.1.2, 1.8 და 1.10 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
1. „ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის “ პრიორიტეტისთვის განისაზღვროს - 9 949,3 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 0200)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან . ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების , გარე განათების , წყლის სისტემების , ადმინისტრაციული შენობების და სხვა ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას , რაც ტურიზმის , მრეწველობის , სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარების წინა პირობაა .
1.1 „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების “ პროგრამისთვის განისაზღვროს 4 574,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში იგეგმება დაზიანებული და ამორტიზირებული გზების , ხიდების და ტროტუარების მოვლა -შენახვის და რეაბილიტაციის ღონისძიებები .
1.1.1 „გზების მიმდინარე შეკეთება , მოვლა -შენახვის “ ქვეპროგრამისთვის განისაზღვროს - 296,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01 01)
მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვის სამუშაოები . სამუშაო მოიცავს მოასფალტებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა -რეაბილიტაციას (ორმოული შეკეთება ), არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა -მოშანდაკებას . ზამთარში გზებზე თოვლის საფარის გაწმენდას .
1.1.2„გზების მშენებლობა , რეაბილიტაციის “ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს - 4 277,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01 02)
პროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოასაფალტების და სარეაბილიტაციო სამუშაოებს .
1.8 „მშენებლობა , შენობების და სახლების რეაბილიტაცია “ პროგრამისთვის განისაზღვროს 169,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -02 05)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული და მრავალბინიანი შენობების , მათი მიმდებარე ტერიტორიების და სხვა მუნიციპალური შენობა -ნაგებობების მშენებლობის , კეთილმოწყობის და სარეაბილიტაციო სამუშაოებს .
1.10 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების “ პროგრამისათვის განისაზღვროს 1874,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი -0211)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ღონისძიებები .
ბ ) მე -4 პუნქტის 4, 4.2, 4.2.1 და 4.2.1.2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
4. „კულტურა , რელიგია , ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების “ პრიორიტეტისთვის განისაზღვროს 1 902,0 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 05 00)
სპორტის , ახალგაზრდობისა და კულტურული მიმართულებების მხარდაჭერა მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან . ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში . ხელს უწყობს ტურიზმს , მეწარმეობას , ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას , დანაშაულის პრევენციას , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა .
4.2„კულტურის სფეროს განვითარების “ პროგრამისათვის განისაზღვროს 977,2 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესისხელშეწყობის ღონისძიებები . ამ მიზნით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხვადასხვა ანსამბლები , ბიბლიოთეკები , მუზეუმები , აგრეთვე ტარდება კულტურული ღონისძიებები . ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ მის მომავალ განვითარებას . ახალი ინიციატივების გამოვლენას , რომლის მეშვეობითაც გაიზრდება მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა .
4.2.1„კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა “ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 867,2 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურის სფეროში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას .
4.2.1.2„ბიბლიოთეკების ხელშეწყობის “ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 177,6 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებაა (ა )იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანება “, რომლის შემადგენლობაში შედის ერთი მთავარი და 16 სოფლის ბიბლიოთეკა . ბიბლიოთეკები ემსახურება ყველა ასაკის მკითხველს . წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და თემატური გამოფენები . შემეცნებითი შეხვედრები სკოლებში და ბაღებში ,
გ ) მე -5 პუნქტის 5.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
5.2.1„მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების “ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 620,5 ათასი . ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება :
1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება .
2. მედიკამენტების დაფინანსება ,
3. აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება ,
4. ჰემო -დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეები ,
5. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვების ოჯახები ,
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები .
7. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ,
8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები ,
9. ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება ,
10. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება ,
11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება .
12. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება , რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროსა და ვერცხლის მედალზე .
13. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება .
14. ახალშობილთა ოჯახების დახმარება .
15. ბიოლოგიური ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება .
16. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი .
17. ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა ფინანსური დახმარება .
18. ახალდაქორწინებული ოჯახების ფინანსური დახმარება .
19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა ).
20. საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება .
21. წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება .
10.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
მუხლი 14. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
|
|