“საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 02.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.545
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 02/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 718 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Geo_Kolkheti;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:37.05pt .75in .25in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.545 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №104 2004 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების შესაბამისად: 1. შეიქმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭო თანდართული ნუსხის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის განათლებისა და მეცნიერების სისტემების რეფორმის გამჭვირვალობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.     მუხლი 2🔗 საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით. თავი II საბჭოს შემადგენლობა     მუხლი 3🔗 1. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი ან მისი დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პედაგოგები, მეცნიერები, ექსპერტები და ჟურნალისტები. საბჭოს წევრებს, მათი თანხმობით, ერთი წლის ვადით ნიშნავს მინისტრი. 3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალ მინისტრს უფლება აქვს დაითხოვოს საბჭო. 4. მინისტრი უფლებამოსილია შეუწყვიტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება: ა) თუ იგი სისტემატურად არ ესწრება საბჭოს სხდომებს; ბ) თუ მან დაიკავა თანამდებობა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში; გ) საბჭოს წევრის პირადი სურვილით; დ) საბჭოს წევრისათვის შეუფერელი საქციელის ჩადენის შემთხვევაში; ე) თუ სასამართლომ იგი ქმედუუნაროდ ცნო; ვ) მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. თავი III საბჭოს საქმიანობის წესი     მუხლი 4🔗 საბჭო რეკომენდაციებს იღებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. საბჭოს სხდო­მა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.     მუხლი 5🔗 საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. მინისტრს უფლება აქვს მოიწვიოს საბჭოს საგანგებო სხდომა. საბჭოს სხდომის შედეგები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.     მუხლი 6🔗 იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზი­ცია გააფორმოს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.     მუხლი 7🔗 საბჭოს სხდომის ოქმი წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. სხდომის გადაწყვეტილებები შეიძლება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობა     მუხლი 8🔗 თავის სხდომებზე საბჭო: ა) განიხილავს სამინისტროს მიერ გამოსაცემი მნიშვნელოვანი ნორ­მატიული აქტების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, სპეციალური პროგრამების და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ბ) განიხილავს მთავრობისათვის წარსადგენ სამინისტროს საქმი­ანობის წლიურ ანგარიშს; გ) განიხილავს სამინისტროს დებულებაში შესატან მნიშვნელოვან ცვლი­ლებათა პროექტებს; დ) მინისტრის წარდგინებით განიხილავს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების კანდიტატურებს და აძლევს მინისტრს რეკომენდაციებს საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.     მუხლი 9🔗. თავისი საქმიანობის შესახებ საბჭო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს.