ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 04.05.2023
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ
ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების
შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების
არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
ხაშურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
21
20
23
წლის 4 მაისი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 მარტის №44515 ინიციატივა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე, რომელსაც ელექტრონული სახით ერთვის შემოთავაზებული სახელწოდებები და სოფლების მიხედვით გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები, შექმნილი ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის მეთოდით, რასთანაც დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით არცერთი გეოგრაფიული ობიექტი არ არის სახელდებული.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განხორციელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დანართების შესაბამისად. (თან ერთვის)
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი