შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 3 | კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება, დაკავშირებული მომსახურება |
| 5 | გამოკითხვები და სტატისტიკა, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება |
| 6 | სხვადასხვა მომსახურება, საზღვაოსნო მომსახურებები, წყალ-საზღვაოსნო მომსახურებები, მომსახურებები ნავსადგურის მართვის სფეროში, ყვინთვასთან დაკავშირებული მომსახურებები |
| 7 | მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება |
| 8 | კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება |
| 9 | უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურებები |
| 10 | დასამზადებელი ან დამზადებული პროდუქციის რეკლამირების მიზნებისთვის საჭირო ბეჭდვისა და სხვა სარეკლამო მომსახურებები |
| 13 | სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები |
| 14 | კონსტრუქციულ-ელექტრო-ინჟინრულ-დიზაინერული მომსახურება, მათ შორის, პროტოტიპების და 3D დიზაინების შექმნის მიზნით |
| 15 | კინო- და ვიდეომომსახურებები, საიმიჯო/სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება |
| 18 | პერსონალური კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები |
| 19 | ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება |
| 20 | სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება |
| 21 | ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი, ორთქლის გენერატორების, ტურბინების, კომპრესორებისა და ძრავების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება |
| 22 | საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი, კალიბრაცია, მომსახურება და შეკეთება, დაკავშირებული მომსახურება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2023 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 18 თვე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ (ს/ნ: 405606090) მიერ (შემდგომში – საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.
3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/ მოქმედება.
4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. ხოლო, თუ ეს ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამავე წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები;
ბ) შემსყიდველი (შემდგომში – საწარმო) – შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინი − მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან/საწარმოსთან დადო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
თ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით;
ი) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება, იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;
კ) მექანიკური შეცდომა – დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას. ციფრის/რიცხვის შეცდომისას უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ ჩანაწერს.
მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;
გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. საწარმო ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის ფარგლებში შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით ან, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ფასთა გამოკითხვის საშუალებით.
2. საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშეკრულების თანასწორი იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული დოკუმენტი/საბუთი.
3. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ შესაბამისი მინდობილობით/უფლებამოსილებით განსაზღვრული პირ(ებ)ი.
მუხლი 5🔗. ფასთა გამოკითხვა
1. შემსყიდველი ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.
2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველის მიერ წინასწარ, სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს.
3. შემსყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
4. შემსყიდველი დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში იღებს მიწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები, იურიდიული პირის შემთხვევაში, უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი.
6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 5 დღის ვადით.
8. მიწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველს, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენაზე.
2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვისას ან ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. ანგარიშის წარდგენა
1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს წილის 20%-ზე მეტის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა.
2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ცვლილების შეტანის წესი
წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1
საქონლისა და მომსახურების ნუსხა
საქონელი
1
ქვიშა და თიხა
2
სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები
3
ლითონის მადანი და შენადნობები
4
ძირითადი ლითონები
5
სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
6
აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
7
რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო- და ტელემაუწყებლობის აპარატურა
8
ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
9
ქსელები − ქსელური მოწყობილობები, ქსელის ჰაბები, ქსელის მარშრუტიზატორები, ქსელის კომუტატორები, ქსელის კაბელები, ქსელის ინფრასტრუქტურა
10
სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
11
საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
12
სანავიგაციო და მეტეოროლოგიური ხელსაწყოები
13
გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები
14
საზომი ხელსაწყოები
15
ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
16
საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
17
ოპტიკური ხელსაწყოები
18
შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები
19
დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
20
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
21
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები, სამოქალაქო სამშენებლო მანქანები
22
სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები − მასალები სამშენებლო სამუშაოებისთვის − აგურები, ცემენტი, კერამიკული მასალები, საღებავები და კედლის საფარები, საიზოლაციო მასალები და საიზოლაციო მოწყობილობები, ბლოკები, ფილები, დუღაბი (სამშენებლო), სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქცია, საფარები იატაკის, საფარი ტიხრები, სახურავი გადახურვის, მასალები აკუსტიკური (ხმის) საიზოლაციო მოწყობილობა, ბეტონი, მზა ბეტონის ნარევი, ბეტონის პროდუქტები
23
ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
24
სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
25
საინფორმაციო სისტემები და სერვერები.
მომსახურება
1
საკონსულტაციო-საინჟინრო და სამშენებლო მომსახურებები, საინჟინრო-საპროექტო მომსახურება, სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება, ინტეგრირებული საინჟინრო-ტექნიკური მომსახურებები, საინჟინრო სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
2
ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები, მომსახურებები შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმებისა და მომსახურებები ანალიზის სფეროში, მომსახურებები ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება
3
კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება, დაკავშირებული მომსახურება
4
ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები, ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, მართვასთან დაკავშირებული მომსახურებები, საერთო მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, მარკეტინგულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, წარმოების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, შესყიდვებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
5
გამოკითხვები და სტატისტიკა, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
6
სხვადასხვა მომსახურება, საზღვაოსნო მომსახურებები, წყალ-საზღვაოსნო მომსახურებები, მომსახურებები ნავსადგურის მართვის სფეროში, ყვინთვასთან დაკავშირებული მომსახურებები
7
მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება
8
კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
9
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურებები
10
დასამზადებელი ან დამზადებული პროდუქციის რეკლამირების მიზნებისთვის საჭირო ბეჭდვისა და სხვა სარეკლამო მომსახურებები
11
არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, არქიტექტურული საკონსულტაციო მომსახურებები, არქიტექტურულ დაპროექტებასთან დაკავშირებული მომსახურებები, არქიტექტურული პროექტების კონკურსის ორგანიზება, არქიტექტურული, საინჟინრო და დაგეგმარების მომსახურებები
12
იურიდიული მომსახურებები, იურისტის კონსულტაცია და წარმომადგენლობითი მომსახურებები, იურიდიულ დოკუმენტებსა და მათ დამოწმებასთან დაკავშირებული მომსახურებები, იურიდიული კონსულტაცია და საინფორმაციო მომსახურება
13
სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
14
კონსტრუქციულ-ელექტრო-ინჟინრულ-დიზაინერული მომსახურება,
მათ შორის, პროტოტიპების და 3D დიზაინების შექმნის მიზნით
15
კინო- და ვიდეომომსახურებები, საიმიჯო/სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება
16
ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურებების, საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება (საქართველოს საზღვრებს გარეთ და მის შიგნით)
17
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
18
პერსონალური კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
19
ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება
20
სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
21
ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი, ორთქლის გენერატორების, ტურბინების, კომპრესორებისა და ძრავების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება
22
საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი, კალიბრაცია, მომსახურება და შეკეთება, დაკავშირებული მომსახურება
23
საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი, რადიო-, ტელე- და ვიდეოაპარატურის მონტაჟი, სტაციონარული სატელეფონო ხაზის მონტაჟი, სტაციონარული სატელეგრაფო ხაზის მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება
24
სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები − ღონისძიების ორგანიზების მომსახურება (სამშენებლო სამუშაოების დაწყების პერიოდისათვის ე. წ. კაფსულის ჩადების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები), ფოტოგრაფიული მომსახურება; არქეოლოგიური, მეტეოროლოგიური, ტოფოგრაფიული, გეოლოგიური, ელექტრული, სახანძრო, სატელეკომუნიკაციო, ურბანული, გარემოსდაცვითი, საგზაო, საზღვაო, სახმელეთო, წყლის, წყალარინებისა და სხვა მომსახურებები, როგორც საკონსულტაციო, ასევე პირდაპირი მომსახურებები, დაკავშირებული მშენებლობის დაწყებასთან
25
მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი, ზოგადი დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანა-დანადგარების მონტაჟი, ჩარხების მონტაჟი, სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარებისა და შეიარაღების სისტემების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება
26
ლითონის კონტეინერების მონტაჟი, ავზების მონტაჟი, რეზერვუარების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება
27
მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი, დაკავშირებული მომსახურება
28
სპეციალური დანიშნულების საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურება, საფოსტო გადაზიდვები საზღვარგარეთ, პროდუქტების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად, დაკავშირებული მომსახურება
29
საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, სარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, არასარეისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები, საავიაციო და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
30
წყლის ტრანსპორტის მომსახურებები, საბორნე ტრანსპორტის მომსახურებები, ფოსტის გადაზიდვის მომსახურება, სახომალდო მომსახურებები კაბელების ჩასადებად, ტვირთის გადაზიდვების მომსახურება, წყლის ტრანსპორტთან ერთად ეკიპაჟის დაქირავების მომსახურება
31
ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
32
სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები და დაკავშირებული მომსახურება
33
სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
34
სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
35
მომსახურებები სამრეწველო შემოწმების სფეროში, დაკავშირებული მომსახურება
36
ლაბორატორიული მომსახურებები
37
ავარიულ სიტუაციაში აპარატურული უზრუნველყოფის აღდგენასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერების განთავსების ადგილის დაპროექტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერული აპარატურის შემოწმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები, კომპიუტერის შემოწმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები და აპარატურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
38
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები, დაკავშირებული მომსახურება
39
ადგილობრივი ქსელის მომსახურება, ფართო ქსელების მომსახურება, დაკავშირებული მომსახურება
40
კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება, დაკავშირებული მომსახურება
41
სპეციფიკური მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება, სპეციფიკური რეკლამის დამზადების, რეკლამის განთავსების მომსახურება, მათ შორის, საგამოფენო სტენდი და/ან დაჯავშნასთან დაკავშირებული მომსახურებები
42
თარჯიმნისა და თარგმნის მომსახურება
43
სატელევიზიო და რადიომომსახურებები − კონსოლიდირებულ ტენდერს ფარგლებს გარეთ ტელევიზიაში საინფორმაციო/სარეკლამო/საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება, რადიოში ინფორმაციის განთავსება
44
ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებები
45
სხვდასხვა მომსახურებები − შენობა-ნაგებობების მომსახურება (დასუფთავების ჩათვლით), პლაჟის დასუფთავება, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის მომსახურება, ტვირთით გადაზიდვის მომსახურება, მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში − დაბინძურების მოკვლევა, კონტროლი და რეაბილიტაცია
46
საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ
47
საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება
48
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების, კომპანიის ვებსაიტის, არსებული ინფრასტრუქტურისა და პროგრამებისათვის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის, დატაცენტრის პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფის განახლების ლიცენზიების და/ან კომპონენტების მომსახურება, მათ შორის, ჰოსტინგი და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი, ასევე არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების შეტანა.
დანართი №2
ანგარიში საწარმოს მიერ 20 . . წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
შესყიდვის
საშუალება
(გამარტივებული შესყიდვა,
ფასთა
გამოკითხვა)
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
მიმწოდებლის დასახელება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების
ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა