,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.11.117.006.493
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №331
2004 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 28-ე მუხლის, 30-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაცებმა, რომელთა მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საანგარიშო თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხები ჩარიცხონ სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების სპეციალურ ანგარიშებზე.
2. სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების სპეციალურ ანგარიშებზე რიცხულ სახსრებზე ორგანიზაციებმა არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა წარადგინონ საგადახდო დავალებები დარიცხული გადასახადების გადასახდელად, ხოლო დარჩენილი თანხა მიმართონ ცენტრალური ბიუჯეტის არასაგადასახადო შემოსავლებში.
3. სპეციალურ ანგარიშებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ თანხების ჩარიცხვა და მათი მიმართვა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშებზე არ აისახება ორგანიზაციების ანგარიშგებაში.
4. სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტმა და რეგიონალურმა ხაზინებმა სპეციალურ ანგარიშებზე ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ ცალკე შიფრით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიღებული სახსრები არ აისახოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლებში.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“?
- „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“ მიღებულია 14.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.010.11.117.006.493.
- სად არის „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე”“, №331, 14.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.11.117.006.493 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58030/