,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აგვისტოს №85 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.11.103.006.494
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №11
2004 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აგვისტოს №85 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აგვისტოს №85 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №92, 25.08.2003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. „ექსპერტთა რეესტრი” – გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც სავალდებულოა ექსპერტთა რეგისტრაცია და რომლის მიხედვითაც ხდება ცალკეული საექსპერტო კომისიების ფორმირების მიზნით ექსპერტთა შერჩევა.“;
ბ) დებულების მე-6 მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვნა” (შემდგომში – კომისიის დასკვნა) – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომელიც შედგენილია ცალკეული საექსპერტო დასკვნების შეჯერების საფუძველზე.”;
გ) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოების მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებსა და დროებით ექსპერტ-კონსულტანტებს უფლება აქვთ:
ა) ჩაატარონ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის;
ბ) ამავე მიზნით მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად, მივლინება პროექტის განხორციელების ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, დამატებითი მცირე მასშტაბის ლაბორატორიული ან სხვა სახის კვლევები ინფორმაციის შევსების მიზნით;
გ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტს ან დროებით ექსპერტ-კონსულტანტს უფლება ეძლევა შესაბამისი დასაბუთებით მოითხოვოს დამატებითი სამუშაო დღეების ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს:
გ.ა) 10 სამუშაო დღისა – I კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემთხვევაში;
გ.ბ) 8 სამუშაო დღისა – II კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემთხვევაში;
გ.დ) 6 სამუშაო დღისა – III კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემთხვევაში.
დ) მათი შეხედულებისამებრ გამოიტანონ არგუმენტირებული უარყოფითი ან დადებითი საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო კომისიისაგან განსხვავებული აზრის შემთხვევაში დოკუმენტალურად დააფიქსირონ იგი კომისიის დასკვნაში;
ე) წერილობით მოითხოვონ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი სახელმწიფო ორგანოსაგან მათი პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა.”;
დ) დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შექმნას საექსპერტო კომისიები;”;
ე) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეასრულოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოსდაცვითი ნებართვის დამატებითი პირობები პროექტის შემდგომი კორექტირებისას და საქმიანობის განხორციელებისას.”;
ვ) დებულების მე-10 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მიერ. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები შეაქვთ კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის დასკვნის განხილვაზე მოწვეულნი უნდა იყვნენ:
ა) ინვესტორი;
ბ) პროექტის დამმუშავებელი;
გ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამმუშავებელი (პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის);
დ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს წარმომადგენლები.
6. კომისიის დასკვნა შეიტანება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.”;
ზ) დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „51” პუნქტი:
„51. იმ დროებითი ექსპერტ-კონსულტანტების დამტკიცება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ყოველი კონკრეტული პროცედურისათვის, ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ბრძანებით (I და II კატეგორიის საქმიანობაზე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით, ხოლო III და IV კატეგორიის საქმიანობაზე – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით).”;
თ) დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობისას დამოუკიდებელი ექსპერტები და დროებითი ექსპერტ-კონსულტანტები მოქმედებენ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ან საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიცემული დავალების შესაბამისად;”;
ი) დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დამოუკიდებელ ექსპერტთა სარეგისტრაციო ფორმა მოცემულია დანართ №1-ში.”
კ) დებულების მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 პუნქტები.
ლ) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება
1. “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია” იქმნება კანონმდებლობით განსაზღვრული I, II, III და IV კატეგორიის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ყოველი კონკრეტული პროცედურის ჩასატარებლად.
2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ:
ა) ექსპერტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საექსპერტო ორგანოს მიერ შედგენილ სპეციალურ რეესტრში ამ დებულების შესაბამისად;
ბ) უცხოელი ექსპერტები (ფიზიკური ან იურიდიული პირები) მინისტრის ბრძანებით, ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისა და შესაბამისი არგუმენტაციის საფუძველზე, “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.”;
მ) დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
1. I და II კატეგორიის საქმიანობაზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. III და IV კატეგორიის საქმიანობაზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.
3. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ექსპერტთა კენტი რაოდენობა.
4. I, II, III და IV კატეგორიის პროექტების ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ექსპერტთა რაოდენობა განისაზღვრება:
ა) არანაკლებ 5 ექსპერტისა I კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის;
ბ) არანაკლებ 3 ექსპერტისა II კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის;
გ) არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 ექსპერტისა III კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის;
დ) 3 ექსპერტი IV კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის.
5. საჭიროების შემთხვევაში ექსპერტთა კონკრეტული რაოდენობრივი შემადგენლობა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ოდენობების ფარგლებში განისაზღვრება სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობიდან, სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე.”;
ნ) დებულების მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნა “დ” ქვეპუნქტი, ხოლო „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უშუალოდ უწევს კოორდინაციას კომისიის დასკვნის მომზადებას.”;
ო) დებულების მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამზადებენ და აფორმებენ ყველა აუცილებელ დოკუმენტს (ბრძანებების პროექტებს, ხელშეკრულებებს, ოქმებს და სხვ.);”;
პ) დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასკვნითი ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა) საპროექტო დოკუმენტაციაზე ცალკეულ ექსპერტთა მიერ საექსპერტო დასკვნების მომზადებას და მათ საფუძველზე კომისიის დასკვნის შედგენას;
ბ) პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობებისა და მათი შესრულების ვადების დადგენას;
გ) ამ პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების გათვალისწინებით, „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის” შედგენასა და შესაბამისი სახით გაფორმებას.”;
ჟ) დებულების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა” წარმოადგენს A-3 ფორმატის (42X29) შუაზე გაკეცილ ფურცელს (საჭიროების შემთხვევაში დასკვნა შესაძლებელია შეიცავდეს ჩანართს A-4 ფორმატის (21X29) ერთ ან რამდენიმე ფურცელს, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელის მოწერით).”;
რ) დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი” და „კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შენიშვნები (რომელშიც ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ფორმით აისახება ცალკეული დამოუკიდებელი ან დროებით ექსპერტ-კონსულტანტის განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”;
ს) დებულების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამატებითი პირობები შემდგომში აისახება გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის ფორმით (რომლის ყველა გვერდი დამოწმებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით) და მათი შესრულება (საქმიანობის დაწყებამდე ან ეტაპობრივად დაწყების შემდეგ) წარმოადგენს ნებართვის მოქმედების აუცილებელ პირობას.”;
ტ) დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება
1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას” ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისია.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიის მიერ მომზადებულ „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას” ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, რის შემდეგაც ხდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება.
3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ამტკიცებს:
ა) პირველ და მეორე კატეგორიის საქმიანობაზე – გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მესამე და მეოთხე კატეგორიის საქმიანობაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტი.
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შემდეგ ის იძენს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სტატუსს და იგი ხდება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის საფუძველი.”;
უ) დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის
სარეგისტრაციო ფურცელი
რ ე ე ს ტ რ ი ს ა თ ვ ი ს
1. საერთო მონაცემები:
სახელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––
გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების წელი: “––––––” –––––––––––––– 19
პირადობის მოწმობის (პასპორტის) N ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. პროფესიული მონაცემები:
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, რომელიც დაამთავრა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამთავრების წელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სპეციალობა დიპლომის მიხედვით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამეცნიერო ხარისხი:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. პროფესიული გამოცდილება (აღწერეთ პროფესიისა და სამუშაო ადგილის მიხედვით, ასევე საექსპერტო (მათ შორის, ეკოლოგიურ) სამუშაოებში მონაწილეობა):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამოუკიდებელი ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევსების თარიღი “........”...................... 200..... წ.¨
ფ) დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ვამტკიცებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაკავებული თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი,გვარი)
ბ.ა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნა პროექტზე
N –––––––––––––
„––––” ––––––––––––––– 2001 წ.
1. საერთო მონაცემები
1. საქმიანობის კატეგორია –
2. საქმიანობის დასახელება –
3. ინვესტორის დასახელება და მისამართი –
4. განხორციელების ადგილი –
5. განაცხადის შემოსვლის თარიღი –
6. მონაცემები პროექტის შემდგენლის შესახებ –
II. ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი
III. შენიშვნები
IV. დამატებითი პირობები
V. დასკვნა
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––––“
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე