„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №35

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის  №51 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016742) დამტკიცებულ დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულება.”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულება”;

) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. თანამდებობაზე დანიშვნაროტაცია და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. მინისტრის ბრძანებით, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თავდაცვის ატაშედ/წარმომადგენლად და თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატში შეიძლება დაინიშნონ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები: თავდაცვის ატაშე, სამხედრო წარმომადგენელი, სამოქალაქო წარმომადგენელი;

ბ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები – თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატის მოსამსახურეები: თავდაცვის ატაშეს მოადგილე; სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე; სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე, მრჩეველი; უფროსი მეკავშირე ოფიცერი, მეკავშირე ოფიცერი.

2. თავდაცვის ატაშე/სამინისტროს წარმომადგენელი და მისი აპარატის უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) როტაციის წესით, 3 წლის ვადით.

3.  დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის/სამოქალაქო პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საერთაშორისო ორგანიზაციაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.

4. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვის გამო ან ვადამდე გამოწვეულმა სამხედრო მოსამსახურემ/სამოქალაქო პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.

6. დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.

7. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს/სამინისტროს წარმომადგენელს და მისი აპარატის მოსამსახურეებს, მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, როტაციის ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაუგრძელდეთ 6 თვემდე ვადით.

8. თავდაცვის ატაშეს/სამინისტროს წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურეების თანამდებობიდან გათავისუფლება და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო ან ვადამდე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს მინისტრის ბრძანებით, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. თავდაცვის ატაშეს/სამინისტროს წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურეების  თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

10. სამხედრო მოსამსახურის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას არ უკავშირდება, სამხედრო მოსამსახურე ინიშნება სამინისტროში, მათ შორის, თავდაცვის ძალებში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, ირიცხება კადრების განკარგულებაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. პროფესიული საჯარო მოხელის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას არ უკავშირდება, მისივე თანხმობით ინიშნება სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

12. თავდაცვის ატაშეს/სამინისტროს წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურეების შერჩევის და როტაციის წესით წარგზავნამდე მომზადების პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ინსტრუქციებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე