საქართველოს სსრ სისხლის სამართლოს კოდექსის 254-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სს რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლოს კოდექსის 254-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურების, დანგრევის, ან დაზიანებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლე სი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი ჩამო ყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 254. კულტურის ძეგლების ან სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების შებილწვა ან თვითნებური გამოყენება, -
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, თუ იგი ჩადენილია ფეთქე ბ ადი, ნივთიერების ან მომეტებული საფრთხის წყაროს გაუფრთხილებელი გამოყენებით, აგრეთვე ამ ძეგლებისა და ობიექტების გაუფრთხილებლობით განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.
კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განზრახ განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლების თ უ ობიექტების მიმართ, აგრეთვე ჩადენილი ფეთქებადი ნივთიერების მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყნებით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“,
საქართველოს სსრ უმაღლესი სახის პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი , 1972 წლის 14 სექტემბერი .