ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 251. ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა
ეპიდემიურ და სხვა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დადგენილი სავალდებულო წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა გადამდებ დაავადებათა გავრცელება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1972 წლის 14 სექტემბერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5805586/